მეორე თავი

29 6 0
                                    

იმ დაწყევლილ ქალაქში ისე გამაძევეს, დონანთან შეხვედრა ვეღარ მოვახერხე. ჩვენ თვითონ მოვაგვარებთო, ასე თქვა დედამ და მეათე ფიზიკის სახელმძღვანელო ჩამიტენა ჩანთაში. მგონი კარგიც იყო, რომ დონანს აღარ შევხვდებოდი. სულ რაღაც ხათაბალაში მხვევდა, ორჯერ დაგვიჭირეს. მაგრამ ის მაინც ჩემი მეგობარი იყო, თუმცა არ მინდოდა ასე ყოფილიყო. ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემზე საშინელი გავლენა ჰქონდა, უფსკრულისკენ მიმაქანებდა. მის გამოჩენამდე ჩემი ნიშნების საქმე არაჩვეულებრივად მიდიოდა, კარგი ბავშვი ვიყავი, ხოლო მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში  ფეხი შემოდგა მოწევა და ათასი საშინელება დამაწყებინა. მგონი არც მე ვარ უდანაშაულო, მაგრამ ფაქტი ერთი და უცვლელია, ის იყო ყველაფრის თავი და თავი. ფული რომ მქონდა, ალბათ ამიტომ მეგობრობდა ჩემთან. არ ვიცი. ჯანდაბაშიც წასულა. ასეთი სიმკაცრე ჩვენს მეგობრობას ნამდვილად სჭირდებოდა.

  მატარებლის სადგურიდან ჩვენს შორეულ ნათესავებთან სახლში ტაქსით მივედი. სანამ სახლთან მივიდოდი გარეთ გახედვის სურვილი საერთოდ არ მქონდა. მატარებელში კარგად გამოვიძინე.

დანიშნულების ადგილას მივედი, ჩემდა გასაკვირად არავინ მომეგება. ივნისის ბოლოსთვის არადამახასიათებელი ამინდი იყო. წვიმდა და ცა ისეთი მოქუფრული იყო, სიკვდილი მოგინდებოდა. ჩემს საყვარელ ნათესავებს ჩვეულებრივი სახლი ჰქონდათ. არაფერი განსაკუთრებული, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ისე  ცუდადაც არ გამოიყურებოდა, როგორადაც წარმომედგინა. შიგნით შესვლამდე ფეხსაცმელი ტალახში ამოვთათხნე და ტაქსისტმა ჩემი ჩემოდნებიც ტალახში აბანავა, ასეთი ლუქით შევაბიჯე ჩემს ახალ საცხოვრებელში, ან ციხეში სადაც თითქმის სამი თვე შიდა პატიმრობაში უნდა გამეტარებინა. მენტალურად უკვე მზად ვიყავი, ბედს ზედმეტად იოლად დავნებდი, მათემატიკის სახელმძღვანელოს დაღეჭვას ვაპირებდი. ალგებრა, კვადრატული განტოლება, სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი... არ დაგინდობ მათემატიკავ! სახლში რომ შევედი, სახლის ტელეფონზე შუა ხნის კაცის საუბარი გავიგონე. დედაჩემს ესაუბრებოდა.

Citrus [KOOKMIN]Where stories live. Discover now