კიმ თეჰიონი ერთი ჩვეულებრივი ომეგა იყო ან არაჩვეულებრივი? ყოველ შემთხვევაში ფაქტი ფაქტად რჩებოდა ის იყო ომეგა, რომელსაც აწუხებდა წონის პრობლემა. ის არ იყო ისეთი იდეალური, როგორც სხვები: ნაზი დარიჩინის ფუნთუშის სურნელიანი ომეგა თავისი გაბარიტების გამო ხალხს ხშირად ბეტაში ერეოდა, წონასთან ერთად ის საკმაოდ მაღალიც იყო ომეგასთვის,ამიტომაც შეცდომად და დეფექტურად თვლიდნენ.
სწორედ ამის გამო თეჰიონი ხშირად ხდებოდა დაცინვის და ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ არასოდეს არ აინტერესებდა და აღელვებდა ეს ფაქტი. გასაოცარია არა? ის ყოველთვის აიგნორებდა დამცინავ კომენტარებს მისი წონის შესახებ, ყოველთვის ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა საპასუხოდ და პროვოკაციებს არ ეგებოდა. იცით, ბავშვები ძალიან სასტიკები არიან, პირდაპირები -ცუდი გაგებით, ცდილობენ ხაზი გაუსვან სხვის ნაკლს და ამის ხარჯზე უკეთესები გამოჩნდნენ, ეს სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა.
თეჰიონი არ იყო კონფლიქტური, ღიმილით ხვდებოდა ყველა სირთულეს და ყოველდღიურ დაცინვებსაც კი, მაგრამ ყველაფერს აქვს საკუთარი ლიმიტი, საზღვარი, ერთმა ადამიანმა კი გადაკვეთა ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლებოდა.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, თეჰიონის მოთბინება კი სწორედ მაშინ დასრულდა, როცა მისთვის გარდამტეხი მომენტი მოხდა: ის საცხოვრებლად თავის მშობლიურ ქალაქში გადავიდა, საიდანაც თავის დროზე გამოიქცა, ამ ქალაქში დაბრუნება მისთვის იარაზე მარილის დაყრასავით მტკივნეული აღმოჩნდა. თითქოსდა ყველაფერი რიგზე იყო, ის იქ დაბრუნდა სადაც თავისი ბავშვობა გაატარა, მაგრამ თეჰიონის ცხოვრებაში ის გამოჩნდა. ის იყო ჯონ ჯონგუკი, ადამიანი, რომელმაც კიმი მიწასთან ჯერ გაასწორა, შემდეგ კი განდიდების პიედესტალზე აიყვანა, ჯერ ჯოჯოხეთური ტანჯვა აგემა, შემდეგ კი სამოთხისეულ ნეტარებას აზიარა.
YOU ARE READING
You make me hate this city (დასრულებული)
Fanfiction‼️ძალადობა‼️ ამ ქალაქში დაბრუნება ჩემთვის ტკივილია... ტკივილი, რომელსაც ყოველ ჯერზე თავიდან განვიცდი... შენ შემაძულე ეს ქალაქი და შენვე შემაყვარე ... მოთხრობა, რომელშიც კიმ თეჰიონი ერთი ჩვეულებრივი ომეგაა, ჯონ ჯონგუკი კი - ალბათ, არაჩვეულებრივი. 🔺...