Saxy suit

4.2K 164 94
                                    

შუა ღამეა. ყველა დასაძინებლად დაწვა, რადგან დამღლელი კონცერტის შემდეგ დასვენება სჭირდებათ. ჯიმინიც საწოლში კომფორტულად მოთავსდა. ლოს-ანჯელესის ულამაზეს ხედებს ფარდა გადაფარებულმა სიბნელეში მოდუნება სცადა. მაგრამ ოთახი მოულოდნელად ინტენსიურმა ზარის ხმამ მოიცვა. ჯიმინი შეშფოთებული წამოვარდა ფეხზე და სწრაფად გაიხედა კარის სათვალავიდან, რათა გაეგო ვინ იყო ასე გვიან, ძილის წინ მისი მყუდროობის დარღვევის მიზეზი. კართან ჯონგუკი იდგა თავით მოყრდნობილი და ზარს შეუჩერებლად რეკავდა. ჯიმინმა მაშინვე შეშინებულმა გამოაღო. რადგან იფიქრა, რომ მაკნეს რამე უჭირდა.

-რა მოხდა? იკითხა დაბნეულმა.
-ჯიმინ.. ჯონგუკმა მოწყენილი ხმით ამოიოხრა და ოთახში დაუპატიჟებლად შეაბიჯა. -სად ხარ ამდენ ხანს? დაიბუზღუნა და საწოლზე ზურგით გადაწვა.

-რამე მოხდა? ჯიმინმა კარი დახურა და ჯონგუკის წინ გულზე ხელებ გადაჯვარესინებული დადგა. ზემოდან დაჰყურებდა მაკნეს და შეისწავლიდა მის გამომეტყველებას, რომ გაეგო რა იყო მისი ასე გვიან მოსვლის მიზეზი. დადუმელ და საწოლზე გადაწოლილ ჯონგუკს ტუჩები ოდნავ გაეპო და დაღლილი სუნთქავდა. თვალები კი სრულიად მოდუნებულს დაეხუჭა.

-დავიღალე ჯიმინ ჰიონ და ძალიან მშია.. არაფერი გაქვს? თვალები გაახილა და პირდაპირ ჯიმინის უკმაყოფილო მზერას გადაეყარა.

-ჯონგუკ! კონცერტი გვქონდა დღეს და ხვალაც გვაქვს! შენ კიდევ ივარჯიშე? ჯონგუკმა გაიცინა და მხრები აიჩეჩა უფროსის საყვედურის  მოსმენის შემდეგ.
-სულ გაგიჟდი არა?! შეიცხადა ჯიმინმა.

-გთხოვ რამე მაჭამე ჰიონნ.. ვკდებიიი... გაწელა ჯონმა და გულუბრყვილოდ გაიცინა. ჯიმინმა თავი გააქნია მის ბავშვურობაზე და სასტუმროს მაცივრისკენ დაიძრა.

-გაგიმართლა, რომ ქათამი ბოლომდე არ შევჭამე, რადგან არ მინდა კონცერტის წინ ფორმა დავკარგო.

Sexy SuitWhere stories live. Discover now