ჩინებული მოგზაურობა

18 2 1
                                    

- ბავშვებო, აბა წყნარად! - კლასში შემოსული მასწავლებლის ხმამ მთელი ხამური გადაფარა, - მინდა ერთი ინფორმაცია შეგატყობინოთ. დირექტორმა საშუალება მოგვცა, რომ ექსკურსიაზე იქ წავიდეთ, სადაც მოგვინდება. მინდა, რომ ადგილის არჩევის პროცესში თქვენ მიიღოთ მონაწილეობა.

ბავშვებს ძალიან გაუხრდათ, რადგან აქამდე მარშრუტს დირექტორი უდგენდათ. მისი მარშრუტი ყველაზე საშინელი იყო. მათ უწევდათ უაზრო მუზეუმების ნახვა, გამოუცდელი გიდის მოსმენა, რომელიც სინამდვილეში ატყუებდათ და მოსაწყენ სპექტაკლებზე დასწერება. ახლა კი, პირველად მიეცათ ამის საშუალება!

ყველამ ფიქრი დაიწყო და ბევრი იდეები წამოვიდა. ზოგს ბიტანიკურ ბაღში უნდოდა წასვლა, ზოგს გასართობ ადგილებზე. განსხვავებული აზრი მხოლოდ სალომემ გამოთქვა:

- მასწავლებელო, ნუთუ არ შეიძლება, რომ ჩვენ ჯუნგლებში წავიდეთ?!

ამ კითხვამ ყველა გააოცა. მასწავლებელიც კი ჩაფიქრდა. მაშინვე გაახსენდათ თუ რაოდენ საშიში ადგილი იყო ჯუნგლები და როგორი ტიპის საფრთხეები ელოდათ: როგორიცაა, გახდე ნიანგების ლუკმა ან ჭაობების მსხვერპლი; შეებრძოლო შენზე დიდ ცხოველებს; დარჩე საჭმლის და წყლის გარეშე; გადაგყლაპოს ანაკონდამ;

ბოლოს ჩაფიქრებულმა მასწავლებელმა თქვა:
- სალომე, კარგი იდეაა. ეს შენ აზრად როგორ მოგივიდა?

- ჩვენ ხომ გაკვეთილი ზუსტად ტროპიკული ტიპის ტყეებზე და ჰავაზე გვაქვს. იქ თუ წავალთ, ყველაფერი თვალსაჩინო გახდება და დავალებების შესრულებაც არ გაგვიჭირდება.

ეს იდეა ყველას მოეწონა. მასწავლებელს კი, ერთი საფიქრალი გაუჩნდა: ტროპიკული ტყეები საქართველოში არ არსებობდა. ესეიგი, ისინი ბრაზილიაში უნდა გაფრენილიყვნენ!
სხვა რაღა გზა იყო? ბავშვებმა ბილეთები შეიძინეს და მგზავრობისთვის მზადებას შეუდგნენ. მოიმარაგეს ფურცლები, კალმები, წყალი, საჭმელი და სიცოცხლისთვის ბევრი სხვა საჭირო ნივთი.

ფრენა მეორე დღეს იყო ჩანიშნული. ამ ამბავს მშობლების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ფაქტიურად ბავშვებს სიკვდილისთვის წირავდნენ, მაგრამ მათზე შვილების თხოვნამ გაჭრა და ბოლოს მაინც დათანხმდნენ.

მეორე დღეს ყველა საუბრობდა ამ თემაზე აეროპორტში. მალე თვითმფრინავიც მოვიდა. მიხვდნენ, რომ მალე ახალი, მაგრამ საშიში თავგადასავალი იწყებოდა!!!!!!!!

ჯუნგლებში Where stories live. Discover now