ამაზონის ჯუნგლები

18 2 1
                                    

თვითმფრინავი დიდი ხნის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებისაკენ
მიფრინავდა. ეს მოგზაურობა ძალიან დამქანცველი იყო, მაგრამ სილამაზეების
ნახვად ღირდა.

გიორგი ფანჯრიდან სულ იყურებოდა და პერიმეტრს აკონტროლებდა. მას ძალიან იტაცებდა ქვემოთ გადაშლილი ხედები. იგი თავს იმ ჩიტივით გრძნობდა, რომელმაც იცოდა, რომ ნიანგის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მაინც უშიშრად მიფრინავდა. მას ამ მოგზაურობის პერიოდში ყურსასმენებში ჩართული სიმღერა: ON & ON აძლიერებდა. თან იმდენად, რომ ზოგჯერ ხმამაღლაც კი იძახდა ხოლმე: - on and on we'll go!

ამ დროს, მასწავლებლები და პილოტებიც კი, თავს აქნევდნენ ხოლმე. გიორგი ყველაზე მშიშარა იყო და ხშირად ფიქრობდა მოსალოდნელ საფრთხეებზე. მაგრამ ზოგჯერ თავს შეუძახებდა: "რა განერვიულებს, როცა ყველაფერი წინაა! ეს ხომ უბრალოდ ორდღიანი მოგზაურობაა? ვნახავთ და ისევ სახლში წამოვალთ."

დანარჩენ ბავშვებს ეძინათ, როცა გიორგიმ უცაბედად წამოიყვირა: - ჰაჰაჰა, ჰოლა ბრრრრაზილია!
მაშინვე ყველა თვითმფრინავის ფანჯარას მივარდა. დაბლა დიდი, მწვანე ველი გადაშლილი იყო, მას კი ვერცხლისფერი რკალი გასდევდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უკვე აქ იყვნენ.

ერთი კვირით, დასასვენებლად ქალაქ ბრაზილიაში დარჩნენ. იქაურობა ძალიან ლამაზი იყო, თავისი ბეტონის ჯუნგლებით. მაგრამ წინ ნამდვილი, უკიდეგანო ჯუნგლები ელოდებოდათ, რომელიც ამ ბეტონზე გაცილებით ლამაზი იქნებოდა.

ერთი კვირის მერე, მასწავლებელმა ბავშვები ქალაქის ცენტრში შეკრიბა. იქ აცნობეს, რომ მალე მკვლევარები მოვიდოდნენ, რომლებიც სპეცილური მანქანებით ჯუნგლებში წაიყვანდნენ. ამ მკვლევარებმა საკმაოდ დიდხანს, კერძოდ სამი საათი ალოდინეს.

როცა მივიდნენ, ბავშვები მანქანებში გაანაწილეს. იქაურობა ძალიან ბევრი საკვლევი ხელსაწყოთი იყო გამოტენილი. ჯუნგლებამდე ძალიან დიდი და დანგრეული გზები ედოთ. ორ საათიანი ჯაყჯაყის მერე, როგორც იქნა მიადგნენ.

ჯუნგლებში Where stories live. Discover now