1. პირველად რომ დაგინახე მაშინ მივხვდი რა ტკბილია ცხოვრება

21 4 7
                                    

კასანდრას პოვ:

დილით მესენჯერის მესიჯების ხმა მაღვიძებს. თვალები მოვისრისე და გამოვფხიზლდი. ტელეფონი ავიღე და მესენჯერში შევედი. აღმოჩნდა, რომ სკოლელების ჩატი შეუქმნიათ. უცბად ერთ-ერთმა, ვიღაც ბიჭის ფოტო ჩააგდო, წარწერით: "ნახეთ ზაქი, ის მე-10 კლასელი, ყველა რომ მასზე გიჟდება." ხო, ვერ უარვყოფ ნამდვილად ლამაზი ბიჭია. კარგი, ახლა ამის დრო არ მაქვს, უნდა ავდგე და მოვწესრიგდე.

*რამდენიმე თვის შემდეგ*
როგორც იქნა დამთავრდა ონლაინები და მივედით სკოლაში, თანაც უკვე მე-9 კლასში ვარ. მომენატრნენ ჩემი კლასელები. დერეფანში გავედი და ერთ ბიჭს მოვკარი თვალი. ვიღაცას მაგონებს... გამხსენდა! ეს ხომ ზაქია ის მე-10 კლასელი....უფრო სწორად, უკვე მე-11. სინამდვილეში უფრო ლამაზი ყოფილა, თან პროფილით დგას და პირბადეც ჩამოწეული აქვს. საყვარელია><
უცბათ კლასიდან ჩემი მეგობარი ელი გამოვიდა. დამინახა რომ ზაქს ვუყურებდი, ჩემთან მოვიდა და მითხრა:
- რა მოხდა, კასანდრა, ზაქი ხომ არ მოგწონს?
- არა, არა. რა სისულელეა - ვუპასუხე უცბად.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, კი. რა თქმა უნდა.
- კარგი, მაშინ წამოდი, კლასში შევიდეთ.
და ელისთან ერთად კლასში შევედი.
ინგლისური დაიწყო, თუმცა გაკვეთილზე მობილიზებას ვერ ვახდენდი, ისევ ზაქზე ვფიქრობდი. ო, იმედია არ დამექრაშება.. სად მაქვს სიყვარულის დრო, ამ საქმიან გოგოს.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ესეც პირველი თავი^^
თუ მოგეწონათ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ❤ love you guys ><

Because Of YouWhere stories live. Discover now