დასარული

356 12 2
                                    

   ოლივიათან ლაპარაკით ძალიან გავერთე. ბევრიც ვიხალისე. ისე რა უცნაურია ერთ წამს შეიძლება ძალიან ცუდად იყვე, მეორე წამს კი მეგობრის ღიმილმა შენი განწყობა სრულიად შეცვალოს. რამხელა ძალა აქვს ურთიერთობებს. ნამდვილად გასაოცარია. ზუსტად ამიტომ ვცემ პატივს ყველა ადამინს ჩემს გარშემო. მათ გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა.
   ამ დროს ზარი შემომდის უკვე მეასედ. რატომღაც ახლა გადავწყვიტე, რომ მენახა ვინ მირეკავდა. კიდევ კარგი ეს გადაწყვეტილება მივიღე. დედაჩემი იყო.
-გისმენ დეე-ვუპასუხე მხიარულად.
-ბრი-მისმა ხმის ტემბრმა შემაშინა-ბრი ცუდად ვარ.
-რა გჭირს დედი-ხმა ამიკანკალდა.
-ძალიან გთხოვ ჩამოდი.
-კარგი დედა უკვე მოვდივარ. მალე ჩამოვალ. არ ინერვიულო.-ვივაყარე უცებ და ტელეფონი გავთიშე.-უნდა წავიდე.-მივუბრუნდი ოლივიას.
-რა მოხდა?-მკითხა და თავადაც წამოდგა.
-დედაჩემია ცუდად უნდა წავიდე.
-კარგი და გამაგებინე. კაი?-ჩემი ხელი თავის ხელში მოაქცია დამშვიდების მიზნით.
-აუცილებლად. კარგი კარგად.-ჩავეხუტე და გამოვბრუნდი. ეგრევე ბილეთების საყიდლად გავეშურე. არ მინდოდა არც ერთი წამის დაკარგვა. გზაში ბილის მივწერე, რომ არ ენერვიულა. არ მითქვამს სად მივდიოდი. არ მინოდოდა ჩამოსულიყო. არაფრის ახსნის თავი მაქვს.
   მთელი გზა ვფიქრობდი.ნერვიულობისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარია. მის გარეშე ახლა არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ. ძალიან ცუდად, რომ არ იყოს არ დამირეკავდა. ის ასეთია დახმარებას არ ითხოვს თუ არ გაუჭირდა. ბავშვობიდან იმას მიმეორებდა, რომ მხოლოდ ჩემი თავის იმედი უნდა მქონოდა და სხვაზე დამოკიდებული არ უნდა ვყოფილიყავი. თვალები ამიცრემლიანდა, როდესაც ჩემს გვერდით მჯდომმა ხანში შესულმა ქალმა ლაპარაკი დამიწყო. ალბათ ასე სამოცდაათ წლამდე იქნებოდა.
-პატარა ქალბატონო კარგად ხარ?-მისი ხმა ისეთი თბილი იყო უცებ ტირილი მომინდა მაგრამ თავი შევიკავე.
-დიახ კარგად ვარ. მადლობა-ვუთხარი და ცრემლი მოვიწმინდე.
-რამე მოხდა? არც ისე კარგად გამოიყურები.-მითხრა მზრუნველი ხმით.
-დიახ. უბრალოდ დედაჩემი ცუდად არის და ძალიან ვნერვიულობ. ახლა მასთან მივდივარ.-არ ვიცი რატომ მაგრამ მასთან მომინდა ლაპარაკი.
-დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება პატარა ქალბატონო-მისი სიყვარულით სავსე თვალები შემომანათა, რამაც სული გამითბო. ცოტა ხნის შემდეგ გააგრძელა.-რა კარგი შვილი ხარ.-ხელი ლოყაზე ნაზად დამადო-ნეტა მეც შენნაირი შვილები მყოლოდა.
-ასე რატომ ამბობთ? დარწმუნებული ვარ თქვენნაირ კეთილ ქალბატონს მზრუნველი შვილები იყოლება.
-ეჰ პატარა ქალბატონო ჯერ ახალგაზრდა ხარ ვერ ხვდები. ხო გაგიგია ანდაზა "რასაც დასთეს იმას მოიმკი"-თავი დავუქნიე.-ხოდა ხანდახან ნათესებს ყინვა არტყავს და მთელ მოსავალ აჭკნობს თითქოს არც არაფერი ყოფილა.
-ასე რატომ ამბობთ?
-ჩემმა შვილებმა მიმატოვეს. -განაგრძო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდა რომ ვერ გავიგე ვერაფერი-როცა წამოიზარდნენ სასწავლებლად წავიდნენ. თავიდან იშვიათად ჩამოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ საერთოდ შეწყვიტეს მოხუცი დედის მონახულება. ახლაც მე მივდივარ მათთან. მომეტრნენ.
-დარწმუნებული ვარ მათაც.-გამიღიმა თმაზე ხელი ჩამომისვა. მთელი გზა ვლაპარაკობდით და როგორღაც გული გადავაყოლე.
   როცა სახლში მივედი შეშინებული შევვარდი. ბაღში ჩვენი მებაღე დამხვდა.
-გამარჯობა ბატონო ბობ. დედა სად არის?-შევეკითხე უცებ.
-გამარჯობა საბრინა.-გამიღიმა და ცოტათი უცნაურად მომეჩვენა.-სამზარეულოშია.
   მეც სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. თან ვფიქრობდი თუ რა უნდოდა დედაჩემს სამზარეულოში. ეს ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. როდესაც უკვე სამზარეულოში შევედი კიდევ უფრო უცნაური რამ ვნახე, მაგრამ ახლა მივხვდი ბობი რატომ იყურებოდა ასე. დავინახე დედაჩემი ფარფუკით და ტაფით ხელში.
-დედა?-გაკვირვება ვერ დავმალე. როდესაც დამინახა ჩემკენ წამოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა.
-როგორ მომენატრე.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-მეც ძალიან. მაგრამ შენ ცუდად არ იყავი?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-აბა სხვანაირად არ ჩამოხვიდოდი და.-მომატყუა?
-დედაა-ცოტა ხმამაღმა წარმოვთქვი-მომატყუე? როგორ შეიძლება ასე. იცი როგორ ვინერვიულე? ბარგიც კი არ წამომიღია ეგრევე გამოვვარდი.
-ბოდიში მაგრამ მომენატრე და აბა რა უნდა მექნა. შენ აქ აღარ ჩამოდიხარ.-ამ დროს ის საყვარელი მოხუცი ქალი გამახსენდა და გაბრაზება გაქრა.-ხოლო რაც შეეხება ბარგს. რათ გინდა? აქ ხომ გაქვს ტანსაცმელები და თუ არ გინდა ისინი რაც აქ დაგრჩა მაშინ საყიდლებზე წავიდეთ.
-არაა საჭირო. ვიკმარებ.-გავუცინე.-წავალ გამოვიცვლი და მოვალ. თან მშია.
-ხოდა ძალიან კარგი უგემრიელეს ვახშამს ვამზადებ. -მალევე მოვემზადე რადგან მაღთლა ძალიან კარგი სუნი იდგა სამზარეულოში. რატომღაც მადა მომემატა. ნუთუ მშობლიური ატმოსფეროს ბრალია. ძალიან გახარებული ვიყავი. დაბლა მალევე ჩავირბინე და იმ ადგილისკენ გავემართე სადაც დედა მეგულებოდა.
-აბა რა გვაქვს?-ვიკითხე მხიარულად თან კარადიდან ჭიქების გადმოლაგება დავიწყე.
-თავიდან ბლინების გაკეთება დავიწყე თუმცააა...-სუტყვა გაწელა და გასქურისკენ გაიხედა. მეც იგივე გავაკეთე და დამწყვარი ტაფა დავინახე. ამაზე გამეცინა-შემდეგ მივხვდი, რომ ბლინები ჩემი საქმე არ იყო და პიცა გავაკეთე. იმედია კმაყოფილი ხარ.
-აი ამ წამს ყველაზე მეტად პიცა მინდოდა.-სიხარულისგან ტაში შემოვკარი
-ხოდა ძალიან კარგი. უკვე მზადაა. ვჭამოთ-მაცივარი გამოაღო და წვენი გადმოიღო. მეც დავასხი იმ ჭიქებში, რომლებიც წეღან გადმოვალაგე.
-რამდენი ხანია არ გვიჭორავია. მომიყევი ყველაფერი.-მეუბნევა მას შემდეგ, რაც მდივანზე დავჯექით.
-ბევრი რამე მოხდა. არ ვიცი საიდან დავიწყო.-პიცა პორისკენ გავიქანე.-ძალიან გემრიელია.
-მადლობა საყვარელო-მანაც დაიწყო ჭამა-თავიდან დაიწყე.-მითხრა მას შემდეგ რას თავადაც დააგემოვნა.
-კარგი ოღონდ ორი წამი-ვუთხარი პიცა თეფშზე დავდე და ტელეფონი ავიღე. ბევრი მესიჯი და გამოტოვებული ზარი იყო. ერთადერთი, რაც გავაკეთე ისაა რომ სკოტს მივწერე.
"ყველაფერი კარგად არის. წვრილმანები ნიკს კითხე. მადლობა და რომ ჩამოვალ მეც მოგიყვები ყველაფერს."
   გავგზავნე თუ არა იმ წამსვე გავთიშე ტელეფონი. დედაჩემი კი მთელი ამ დროის მანძილზე მომლოდინედ მიყურებდა. ბოდიში მოვიხადე და ყველაფრის მოყოლა დავიწყე. დედაჩემი გაკვირვებული მისმენდა. მერე რამდენიმე კარგი რჩევაც მომცა და შემდეგ ფილმი ჩავრთეთ. უნდა ვაღიარო საუკეთესო დღე იყო.

Strange beginnig(ქართული)Where stories live. Discover now