თავი 4

1K 46 5
                                    

ლექციის შემდეგ დასვენებაზე გადავწყვიტე ისევ კაფეტერიაში შევსულიყავი, ჩემი მეგობრების მანდ იყვნენ და მათთან ერთად დავჯექი მაგიდაზე. ნიკა ადგა და ლობიანი იყიდა ჩემთვის, მეც მადლობა გადავუხადე და ჭამა დავიწყე. ჭამას რომ მოვრჩით ლაპარაკი დავიწყეთ, უფროსწორად მერიმ დაიწყო ლაპარაკი თავის ლექტორზე.
- ისეთი საშინელი ქალია ყველას ტუქსავს - თქვა და თვალები ატრიალა.
- მაგის გამო ხასიათი არ გაიფუჭო - უთხრა ირაკლიმ.
- არც ვაპირებ.
ანომ გადაწყვიტა წვენი ეყიდა თავისთვის, მაგიდიდან ადგა და წვენის საყიდლად დაიძრა. ჩვენ ისევ ვსაუბრობდით ლექტორებზე, ანომ უკვე იყიდა წვენი და უკვე მოსვლას აპირებდა როცა ვიღაც გრძელ თმიანმა ბიჭმა დაეჯახა და ყავა გადაქცია ანოს მკერდზე. ანომ სიმწრისგან კივილი დაიწყო და მის ხმაზე ყველანი ფეხზე ავდექით და მასთან მივედით, ბიჭი დაიბნა და სული შეუბერა ანოს, ბოლოს მაიკა გაიხადა და ანოს მიაწოდა.
- მე მაპატიეთ, ჩემი ბრალია ვერ შეგამჩნიეთ და შემთხვევით დაგეჯახეთ, გთხოვთ ჩემი მაიკა ჩაიცვით. - ანომ გამოართვა და საპირფარეშოში გაიქცა გამოსაცვლელად, მეც მას გავყევი.
ანომ უცბად გამოიცვალა მაიკა და გაბრაზებული შემომხედა.
- გიჟია ის ვიღაც ფსიქოპატი.
- კარგი რა ანო, ხომ მოგიხადა ბოდიში და მაიკას გათხოვა.
- მეწვის ტანი ძალიან.
- ისე სხვათაშორის გიხდება ის მაიკა.
- მე იმაზე მეცინება თვითონ რომ შიშველი აპირებს სიარულს უნივერსიტეტში.
- მაგაზე არ იდარდო - ვთქვი სიცილით.
მე და ანო გამოვედით საპირფარეშოდან და გოგოები დაგვადგნენ თავს.
- ვაუ გიხდება მისი მაიკა - გაოცებით თქვა მარიმ.
გოგოები ისევ კაფეტერიაში გადავწყვიტეთ დაბრუნება რადგან ჩვენი მეგობარი ბიჭების მანდ იყვნენ, რომ შევედით დავინახეთ ირაკლი და ნიკა როგორ ელაპარაკებოდნენ იმ ბიჭს ვინც ანოს ყავა გადაქცია მკერდზე, ისე ელპარაკებოდნენ თითქოს დიდიხნის მეგობრები ყოფილიყვნენ. ჩვენც მათთან მივედით და გადავწყვიტეთ მოგვესმინა მათი საუბარი, მაგრამ რაღაც მანქანებზე საუბრობდნენ და მოგვწყინდა.
- ხომ შეგიძლიათ ახლა ბუნებაზე ილაპარაკოთ თუ როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები - უთხრა მათ მარიმ, ჩვენ სიცილი დავიწყეთ.
ბიჭმა თვალი ანოს გაუსწორა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, ანო დაიბნა და უხერხულობისგან ძალით გაიღიმა.
- უი ხო თქვენთვის დამავიწყდა მეთქვა ეს თორნიკეა, ძალიან საინტერესო ადამიანია - გვითხრა ნიკამ როცა შეგვამჩნია, და გაგვაცნო ეს ბიჭი.
- სასიამოვნოა - ვთქვით გოგოებმა ერთდროულად.
- ხო ისე შენ ძალიან მოგიხდა ჩემი მაიკა - უთხრა თორნიკემ ანოს, ანო გაწითლდა სირცხვილისგან.
- მადლობა - ძლივს ამოღერღა.
ანოს დამწვრისაგან ეტყობოდა სიწითლე ლავიწებზე, ეს თორნიკემ შეამჩნია და თავი დამნაშავედ იგრძნო. კაფეტერია დატოვა და სადღაც წავიდა, ყველანი გაკვირვებულები ვიყავით მისი საქციელით. მაგრამ, დაბრუნა მალე სამედიცინო ყუთით ხელში, ანო ძალიან დაიბნა მისი ასეთი საქციელით.
- მაპატიეთ, მაგრამ შენ დამწვრობას რომ ვხედავ თავს დამნაშავედ ვგრძნობ ძალიან, შეიძლება დამწვრის მალამო წაგისვათ? - კითხა მორიდებულად ანოს.
- არაუშავს თორნიკე, მე წავისმევ არა საჭირო.
- არა საჭიროა, მოდი წაგისვა - ჭიუტად თქვა თორნიკემ და სამედიცინო ყუთიდან დამწვრის მალამო აიღო, და ანოს გვერდით მიუჯდა.
ნელ - ნელა უსმევდა მალამოს მის ფაქიზ კანზე და ანოს ლოყები უწითლდებოდა, ბიჭი ძალიან იყო გართული ანოს კანზე მალამოს წასმით, ჩვენ კიდე მათი ყურებით ვიყავით გართულნი. სხვათაშორის ანო და თორნიკე ძალიან უხდებიან ერთმანეთს, ყველას დღეს მგონი ბედი გაეხსნა მაგარია. იქნებ მეც გამეხსნას ბედი და კოშმარი მომშორდეს, და დავისვენო ამდენ ტანჯვისგან. საცაცილოა რომ მე ჯერ არმინდა შეყვარებული მყავდეს, რადგან მეშინია იმედგაცრუების და გულისტკივილის. ასე მგონია მე ამ ტკივილს ვერ გავუძლებ, მგონია რომ მე სუსტი ადამიანი ვარ, შეიძლება მართლაც ასეცა. თორნიკემ დამთავრა მალამოს წასმა და ფეხზე წამოდგა, ანომ მადლობა გადაუხადა მას და ძალიან საყვარლად გაუღიმა.
- ყველაფერი რიგზეა, მალე მოგირჩება კანი.
- მადლობა დიდი - უთხრა ანომ.
- სასიამოვნო იყო ყველასი გაცნობა, ახლა უნდა წავიდე ლექცია მაქვს შეხვედრამდე. - დაგვემშვიდდობა და ანოს თავისი ნომერი დაუტოვა, ჩვენ გაგვეღიმა მისი ასეთ საქციელზე.
- რო რამე დაგჭირდეს ანო, დამირეკე - გაუღიმა და დაგვტოვა.
ანო დებილივით იღიმოდა, ჩვენ კი დავცინოდით მას.
- რაო ჩვენი გოგო შეყვარებულია? - წარბები აუთამაშა ეშმაკურად მარიმ.
- არვარ მარი გეყოს რა.
- მეგობრებო, დღეს ექვს საათზე ჩვენ ადგილას შევხვდეთ და ვისაუბროთ - შემოგვთავაზა ირაკლიმ, ყველა დათანხმდა გარდა ნიკასი.
- ჩემი მეგობარი უნდა ჩამოვიდეს დღეს და არამგონია მოვიცალო, მაგრამ ჩემ გამო არ ჩაშალოთ შეხვედრა, რაზეს ისაუბრებთ მაგაზე მერე მომიყევით - ყველამ თავი დავუქნიეთ.
ლულუსთან ის ბიჭი მოვიდა ვისთანაც დავინახე კაფეტერიაში, ლულუს გაუღიმა და ჩვენ მოგვესალმა. ჩვენც თავაზიანათ მივესალმეთ, ლულუმ გაუღიმა და მისი თავის გაცნობა დაიწყო ჩვენთვის.
- ეს ლუკა, ჩემი მეგობარია დღეს გავიცანი. - გვითხრა და ჩვენ პასუხს დაელოდა.
- სასიამოვნოა - ვთქვი მე.
- მეც მყავს ახალი მეგობარი, ლუკსონა ქვია - თქვა ნინიმ, ყველა გაკვირვებული შეხედა მას.
- ლუკსონა რა სახელია - დასცინა ნიკამ.
- ის ბიჭია, გუშინ რო ავეშარდე მაღაზიაში, დღეს დავმეგობრდი და სახელი შევუცვალე ყველამ ლუკსონა დაუძახეთ - ყველამ სიცილი დაიწყო.
- კარგი რა - სიცილით უთხრა ირაკლიმ.
- ჩუთ, დღეს მაგასაც დავპატიჟებ ჩვენთან და კარგად გაგაცნობთ, ეგეც ჩვენი მეგობარი გახდეს - გვითხრა ნინიმ, ჩვენ თავიდ დავუქნიეთ.
- კარგი მაშინ მე ლუკას დავპატიჟებ - თქვა ლულუმ, ლუკამ გაუღიმა.
- არგვაქვს პრობლემა - თქვა მერიმ.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - გვითხრა ლუკამ, ჩვენ გავუღიმეთ.
ბავშვები დავიშალეთ და სახლებში წავედით, ვისაუზმე და მაგიდაზე ჩამოვჯექი სამეცადინოდ. არც ისე ბევრი დავალებები მქონია მაგრამ არც რთული იყო ყველაფერი კარგად დავწერე. მიხაროდა რომ ახალი ადამიანები დაგვემატნენ სამეგობროში, ზუსტად არვიცი ჩემი მეგობრები რას ფიქრობენ, მაგრამ მე უკვე მათ ჩემ მეგობრად მივიჩნევ. ძალიან საყვარელი იყო ლუკსონა, ლუკას და განსაკუთრებით თორნიკე. თორნიკეში მომეწონა ის თვისება, მზრუნველობა, იშვიათია ასეთი ბიჭები, თორნიკეში იმჩნევა გოგოს პატივცემა და სიკეთე. იმედი მაქვს ანოს და თორნიკეს ერთმანეთი შეუყვარდებათ, მართლა იმსახურებს ანო ასეთ ბიჭს. დავალებებს მოვრჩი და დაბლა ჩავედი მეგობრებთან შესახვედრად. ისეთი ბედნიერი ვარ რომ ასეთი მეგობრები დავიმსახურე, ცხოვრების სტიმულს მაძლევენ და მაბედნიერებენ. რაც ჩემი მშობლები წავიდნენ ამერიკაში იმის მერე სულ ჩემს გვერდით არიან, არ უნდოდათ თავი მარტო მეგრძნო და სულ მართობდნენ. ჩემი მეგობრების დამსახურებით მივეჩვიე იმას რომ ჩემი მშობლების გარეშე მომიწევს ცხოვრება. უკვე ცოტა ბნელოდა ქუჩებში, მე კი ნელა მივსეირნობდი და ვფიქრობდი ყველაფერზე. ჩვენ ადგილზე მალე მოვედი და იქვე ჩამომსდარნი ჩემი მეგობრები ვნახე, ლულუს ლუკა ეახლა გვერდით, მარი და მერის მანდ იყვნენ დანარჩენების გარდა.
- სალამი ხალხოთ, დანარჩენები სად არიან? - ვკითხე მათ, და უცებ ანოს მოვიდა.
- რავიცი მოვლენ - მიპასუხა მერიმ.
მალე ირაკლის დაბრუნდა თორნიკესთან ერთად, ანოს გაუკვირდა არ მოელოდა მას. მე ძალიან გამეხარდა თორნიკე აქ რომ ვნახე და ეგეც ჩამოჯდა ჩვენთან ერთად.
- ყველანი ხართ აქ, ნიკას გარდა ის ალბათ არ მოვა - თქვა მარიმ.
- ყველანი არ ვართ - უპასუხა მერიმ.
- ნინი სად არის? - ახლა შეამჩნია ანომ ნინის აქ არ ყოფნა.
- უი მას ხომ თავისი ლუკსონა უნდა მოეყვანა რატომ არ მოვიდა?. - თქვა ლულუმ.
- დაცადეთ იქნებადა რას შვებიან? - ვთქვი სიცილით მე.
- ფუი ჩაერთო ამას გარყვნილი გონება - თქვა მერიმ, ჩვენ გაგვეცინა.
ნიკას დაბრუნდა ვიღაც ბიჭთან ერთად, ნიკას დაბრუნება ძალიან გაგვეხარდა გვეგონა არმოვიდოდა, მას კაპიშონიანი ბიჭი ეახლა ალბათ მისი მეგობარია და ჩვენთან მოიყვანა. ბიჭმა ყველას მოგვესალმა და ნიკას გვერდით დაიკავა ადგილი, კაპიშონი რომ მოიხსნა ჩემი თვალები ეგრევე მის შავ და იდუმალ თვალებს შევხდა. ბიჭი დაჟინებით მიყურებდა ამის გამო რაღაც უცნაური გრძნობა მებადებოდა. მას შავი თმა ქონდა და ძალიან სიმპატიური იყო, მაღალი აღნაგობით და კარგი ფიგურით გამოირჩეოდა. მაგრამ მისი თვალები რაღაც უცნაურად შავი და იდუმალი იყო, ჩემ კოშმარში მყოფ ლანდს მახსენებდა, მისნაირი აღნაგობით და თვალებით. ეს ფაქტი მაბნევდა გონებას და ცუდად მხდიდა, ბიჭი ისევ დაჟინებით მათვალიერებდა თითქოს გოგონა პირველად უნახავს.
- ნიკას მოვიდა, მარა ნინი დაიკარგა თავისი ლუკსოიანად - თქვა სიცილით ლულუმ, მის ხუმრობაზე გავიცინე, მაგრამ მალევე გავჩუმდი მისი მზერა მჭამდა და მაბნევდა.
- მოვედით ! - ყვრილით მოვიდა ნინი, ყველა მისკენ გავიხედეთ, ლუკსონას მის გვერდით იყო, როგორც იქნა დაბრუნდნენ.
- ახალი სიახლე გვაქვთ თქვენთვის - გვითხრეს ერთდროულად.
- აბა გისმენთ - თქვა მერიმ.
- ლუკსონამ სახელი გადაირქვა და ოფიციალურად ლუსკონა დაირქვა - ჩვენ სიცილი ავტეხეთ, იმდენი ვიცინეთ ამ სულელების გამო თვალებიდან ცრემლები მოგვდიოდა.
გაბრაზებული ჩამოჯდა ნინი ჩვენთან ერთად, ლუკსონას მის გვერდით დაჯდა, ნინი ჩვენ გამო გაბუტული იყო.
- მეგობრებო, ეს ჩემი მეგობარია გაიცანით დიმიტრი ქვია - თქვა ნიკამ და ის იდუმალ თვალება ბიჭი გაგვაცნო.
- მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დუტა დამიძახოთ - თქვა და მე შემომხედა, მის თვალებში ჩავიძირე და გულმა ჩქარა ფეთქვა დამიწყო.
დუტა ისევ მათვალიერებდა და ცდილობდა ჩემ დაბნევას, ამის გამო ცუდად ვხდებოდი და გული მიჩქარდებოდა, მისი მზერის გამო ტანში ჟრუანტელი მივლიდა და ვწითლდებოდი. ის ბიჭი ჩემ კოშმარში მყოფ იდუმალ თვალება ლანდს რაღაცნაირად გავდა და ეს მაშინებდა.





მეგობრებო ახალი თავის დავდე იმედი მაქვს მოგეწონებათ, ბოლო ძალიან მნიშვნელოვანია იმის მერე გაგრძელდება საინტერესო ამბები, დიდი მადლობთ ვინც კითხულობთ❤

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now