1

150 14 2
                                    

შესავალი:
ალისა ჩვეულებრივი გოგო თინეიჯერი. არაფრით გამორჩეული საშუალო ოჯახიდან მეგობრებიც დიდად არ ჰყავს მარტო ბონი,
დედა ექიმი მამა კი კიბოთი გარდაიცვალა.
ალისა POV:
დილით ავდექი, შხაპი მივიღე, ქვედა ბოლო და გრძელი ჰუდი ჩავიცვი და სამზარეულოში დავსკუპტდი.
-დილამშვიდობისა.ქალი ნაღდად გადაღლილი ჩანდა მაგრამ ყველანაერად ცდილობდა შვილისათვის ეს არ ეჩვენებინა.
-დილამშვიდობისა როგორ ხარ დე.
-კარგად, უნდა მეთქვა, რომ დღეს ცოტა გვიან მოვალ.
-კარგი დე. წარმატებები.
მხოლოდ მაშინ დავაკვირდი საათს და მივხვდი, რომ მაგვიანდებოდა. უცბათ ჩავიცვი ფეხსაცმელი და გავვარდი სახლიდან.

სკოლის შესასვლელთან დამხვდა ბონი.
-დააგვიანე! იცი როგორ მცივა?
-ჰოჰო მაპატიე შესულიყავი მერე რას იყინები.
-ჰოოო, რომ მერე ფელიქს და დეიზის ჩემზე ეყარათ ჯავრი? ჰაჰ არა მადლობა.
-მშიშარა ხარ რა....წამოდი.
მე და ბონი სკოლაში შევედით. ყველა სკოლაში არის სასტავები, ჩვენს სკოლაში კი ესენია: ყლე სასტავი, პანკები, ჭკვიანები, და საბოზეთი სასტავი, ისინი ყოველმეორეს ამცირებენ და რით იღებენ სიამოვნებას ნეტა ვიცოდე. ნუუ ჯამში პატარ-პატარა სასტავები. მე და ბონი არც ერთს არ მივეკუთვნებოდით ნეიტრალურები ვიყავით და მთლად გვაკმაყოფილებდა ეს სტატუსიც.
-აუ ალისაააააა...... რა კაი ბიჭი გავიცანი გუშიიინ. ისეთი საყვარელია, რომ გული წამივიდა.
-მაღალი?
-ჰოოო...
-გრძელთმიანი?
-ჰოოოოოო...
-სკეიტბორდზე კატაობს და ფოე-ფოე ტელეფონი აქვს?
-საიდან იცი?
-ვინც არ უნდა გაიცნო ყველა ერთმანეთს გავს გეფიცები.
-მთლად ესეც არაა.
-ჰმმ შუგა, ჰიონჯინი, იუნმინი.
-კაი ჰო შეიძლება რაღაცით გვანან. მობეზღებით უპასუხა ბონიმ.
-რაღაცით არა ყველაფრით.
მე და ბონი ვლაპარაკობდით როცა ზარი დაირეკა პირველი გაკვეთილი ბიოლოგია მქონდა ბონის კიდე ქიმია მას დავემშვიდობე და გავიქეცი ისეთი დამპალი ქალია, რომ როცა ვხედავ მეც კი ვკანკალებ ხოლმე სირბილი დავიწყე როცა ვიღაცას შევეჯახე და ძირს დავვარდი.
-წინ იყურე არ შეიძლება?
-და შენ რომ იყურო არა? მხოლოდ მაშინ ავწიე თავი და მივხვდი, რომ დეიზი იყო. ნაგლი არსება ესღა მაკლდა.
-შენ მორბოდი გამწარებული მე კი არა...
-მერე ჰო ხედავ მივრბი გაიწიე თუ ფულიან ხალხს გზის დათმობაც აღარ ეკადრებათ.
-ენას ნუ ატლიკინებ ინანებ მერე.
-აი ვკანკალებ წავედი მეჩქარება. ჩემი წიგნი იატაკიდან ავიღე და გვერძე ამაყად ჩავუარე. ვინ გონია თავისი თავი?. ბიოლოგიაზე შევედი სულ უკანა მერხზე დავჯექი გაკვეთილი ძალიან სულელურად დაიწყო და ძალიან სულელურად დამთავრდა კიდევაც. ამ ქალმა მარტო თავისი მე იცის სხვა არაფერი რამდენჯერ უნდა იქოს საკუთარი თავი არ ვიცი. ესე მტანჯველად ჩაიარა 6 გაკვეთილი და სასადილოსკენ გავეთირე სადაც უკვე ბონი მელოდებოდა. პოდნოსზე მარწყვი, ფორთოხლის წვენი და სენდვიჩი დავიდე ბონის მივუჯექი და თავის ახალ პასიაზე მელაპარაკებოდა მე კიდე მთელი ეს დრო დეიზის მზერას ვიჭერდი ჩემზე რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს მიქმნიდა.
-ჰეიი ალისა მისმენ?
-ჰა?
-გეუბნები პაემანზე მეძახის და რას ფიქრობ თქო.
-რავიცი, რომ გაგაუპატიუროს?
-რეეებს ბოდავ?
-კაი ვხუმრობ თუ მოგწონს წადი თუ არადა იცი რაც უნდა ქნა.
-კარგი წავალ.
-მერე მომიყევი რაც მოხდება.
-წვრილმანებში. ბონის დამთვრებული არ ჰქონდა ეს წინადადება, რომ ეგრევე მეორე დაიწყო. რას მოგაშტერდა ის ბოზი?
-რავიცი მე აბა.
როცა დეიზხის გავხედე ფელიქს ჩაუსკუპტდა და ზასაობა დაუწყო. შიგ აააქვს ამ გოგოს თუუუ კი, ჩემივე აზრებზე ჩამეცინა, რამაც როგორც ჩანს დეიზის გაღიზიანება გამოიწვია. მეშვიდე გაკვეთილი დაიწყო, ჩემთან ერთად დეიზიც იყო კლაში. შუა გაკვეთილზე საპირფარეშოში გავედი. შევედი და სახეზე წყალი შევისხი იმუნიტეტი სუსტი მაქვს და ამიტომაც ხშირად მიბნელდება თვალებში ან კიდე გული მიმდის 1 წუთიც არ იყო გასული რომ დეიზი შემოვიდა, მე ყურადთება არ მივაქციე სახეს ვიმშრალებდი მაგრამ მის მზერას მაინც ვგრძნობდი.
-ნეტა იცოდე როგორ მაღიზიანებ.
-ბატონო?ვიფიქრე ტელეფონზე ლაპარაკობს მაგრამ ტელეფონი ხელში არ ეჭირა. მე მიყურებდა და ჩემსკენ მოდიოდა
-რაიყო ყრუ ხარ?
-ენა ჩაიგდე რა უფლებით მელაპარაკები ესე.
-როგორც მინდა ისე გელაპარაკები საყვარელო.
-მგონი ვიღაცაში გეშლები
-კიმ ალისა შენ ხარ აქ მგონი
-ვა ჩემი სახელიც იცი გილოცავ ეხლა კიდე ნახვამდის.
-ვინ გიშვებს რომ აქედან?
დეიზიმ საპირფარეშოს კარები ჩაკეტა და მე მომიახლოვდა უკან ვიხეოდი მაგრამ ბოლოს კედელს ავეკარი წინ დამიდგა და თვალებში მიყურებდა ბოლოს გამარტყა და გავიდა.... და ეს როგორ გავიგო გული ისე ამიჩქარდა გაურკვევლობისაგან, რომ ვერც შევუბრუნე დარტყმული ვერც ვერაფერი.
გამოვედი არეულ დარეული თვალებში მიბნელდებოდა ძლივს დავბრუნდი კლასში და დეიზის მზერა დავიჭირე ჩემზე ზიზღით შევხედე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. დასვენებაზე ბონი მოვარდა. ჩემს სახეზე უკმაყოფილობა დაინახა და მკითხა თუ რა მოხდა და გამოკითხვები ჩამიტარა მეც სხვა გზა არ მქონდა და მოვუყევი.
-ეს გოგო სულ გამოშტერდა? რატო გიქნა ესე?
-არ ვიცი ვერააა ალბათ ფსიქიკასთან დაკავშირებით აქვს რაიმე პრობლემები.
-გეთანხმები. ძააან გტკივა?
-ამტანი ტკივილია. ნუ ნერვიულობ.
ბოლოს ბონი ისე მეხუტებოდა რო რავიცი მოვკვდი საცააა. სკოლის მერე ბონი სახლში გავაცილე მე კიდე სახლისკენ გავეშურე ოღონდ ჯერ ნამცხვრები ვიყიდე. სახლში შევაბიჯე თუ არა ეგრევე შვება ვიგრძენი. ოთახში ავედი კომპში ვამპირების დღიური ჩავრთე, ავიდუღე დიდი ჭიქა ჩაი, ჩავაბნელე ოთახი და შევუდექი ყურებას და ჭამას. ესე გავატარე მთელი საღამო, მერე ვიმეცადინე და დავწექი დავიძინე, მაგრამ სულ მეღვიძებოდა თითქოსდა რაღაცა არ მაცდიდა ძილის საშუალებას დღევანდელზე ფიქრი დავიწყე რას მერჩის ეს გოგო. ვიფიქრე ხვალ სკოლაც ჰომ არ გამეცდინა თქო, მაგრამ დედას ეწყინებოდა, რომ გაეგო ამიტომაც ძალა უნდა შემეკრიბა და წავსულვიყავი ტელეფონში შევძვერი და დეიზის ინსტაგრამზე გადავედი ფოტოები დავათვალიერე ჰაჰ ფოტოებში ვერც კი მიხვდება ადამიანი რამდენად ნაგლი და უსინდისო ადამიანია მაგრამ ვაღიარებ ძალიან კარგი ფოტოები ჰქონდა მერე კომენტარებში შევედი
*სექსუალურო*
*წამო გუშინდელი გავიმეოროთ*
*გამეცნობი*
და მრავალი კოშმარი რაც კიდე ამტკიცებდა იმ ფაქტს, რომ ბოზია და არც მალავს. დილით ავდექი დედა სახლში არ დამხვდა სკოლაშიც მარტო მიწევდა წასვლა ქალბატონი ბონი პაემანის მერე ეიფორიაში ბრძანდება. ტანსაცმელი ჩავიცვი და წავედი სკოლაში. გზაში სიმღრებს ვუსმენდი, ზედმეტად მეძინებოდა ამიტომაც ყავა ვიყიდე და სკოლაში შევედი. წინ ფელიქსი და დეიზი დამიდგნენ და არ მატარებდნენ აჰჰჰ.
-გამატარებთ თუ მეორე კლასელებივით ესე უნდა მედგეთ წინ.
-ჩემ გოგოს რატო ეუზრდელე ყლეო.
-უი ბოდიში ყველანაერად ვეცდები შემდეგში შემოვარტყა კიდევაც და გალამაზებული გამოვუშვა შენთან. ფელიქსი ჩემსკენ მოდიოდა და ჩანდა, რომ ხელის აწევას აპირებდა. -ფელიქს იცი რა? საწყალი თვალებით შევხედე მას.
-ააა აღიარე შეცდომა?
-კი მივხვდი ჩემს შეცდომას. მისკენ მივედი და თავზე ცხელი ყავა გადავასხი. თუ შენს შეყვარებულს ვენაგლები მარტო ის ჰომ არ გაიზიარებს არა ამ სიამოვნებას. დამცინავად შევხედე და კლასისკენ გავეშურე.

მეექვსე გაკვეთილის მერე ისევ ვჭამე მარწყვი და წვენი მერე საპირფარეშოში გავედი ხელები დავიბანე და სარკეში როცა ჩავიხედე ჩემს უკან დეიზი იდგა.

-ჩემს შეყვარებულს ყავა გადაასხი და ყველას წინ დაამცირე.
-ჰო ყავა შემეცოდა ტყუილად გადავყარე ფული.
-ამაში გეთანხმები.
-ფჰ.
-მაგრამ მე არ გაძლევ იმის უფლებას, რომ ჩემი შეყვარებული დაამცირო გასაგებია?
-შენ შეგეკითხო ეხლა იდიოტივით მომექცა და რაც დაიმსახურა ის მიიღო ჩათვალე, რომ მისი კარმა იყო.
-მე გითხარი შენ
ეს დებილი თმებში ჩამწვდა კედელზე ამაყუდა ახლოს მოწია სახე და ყურში ჩამჩურჩლა.
-ჭკვიანად თორე ინანებ პატარავ.
-პატარავ? გადიი გამიშვი
მან ხელი კისერში ჩამავლო რის გამო ჰაერის უკმარისობას განვიცდიდი ახლოს მოიწია და.....

----------------

ესეც პირველი თავი ბისექსუალებზე ფიკები არასოდეს შემხვედრია და ვიფიქრე რატომაც არა. რაიმე მსუბუქის დაწერა მოვინდომე და იმედია მოგწონთ

이것은 시작에 불과하다Where stories live. Discover now