1. რას გვეტყვი შენს შესახებ ?
- საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, ამიტომ, მოკლედ ვიტყვი. ყველაზე უბრალო ადამიანი ვარ, არაფრით გამორჩეული. თხუთმეტი წლის თინეიჯერი.
2. შენი ნიკნეიმი ვატპადზე და აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ?
- Hex girl, შეიძლება ბევრმა იცის რასაც ნიშნავს ეს სახელწოდება. რეალურად Hex girl არის, ანიმაციური როკ-ჯგუფი, რომელიც სკუბი დუში გამოჩნდა. იმდენად მოვიხიბლე მათით, რომ გადავწყვიტე ნიკნეიმად ამეღო.
3. რამ გადაგაწყვეტინა თავიდან აქ მოსვლა და წერის დაწყება? არსებობს თუ არა ფიქცია, რომელმაც სურვილი გაგიჩინა რომ წერა დაგეწყო?
- მას შემდეგ, რაც წერა-კითხვა ვისწავლე, კალამი და ფურცელი სულ ხელში მაქვს. არ არსებობს ფიქცია, რომელმაც მიბიძგა, რომ ჩანახატები გამომაქვეყნებინა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მთხოვდა ახლობელი, რომ ჩემი ნაშრომები აპლიკაციაში გამეზიარებინა.
4. რაზე ოცნებობ ?
- ბევრ რამეზე, კონკრეტულად არაფერზე, მაგრამ ძალიან მინდა, ოცნებები ამიხდეს, მინდა ბევრს მივაღწიო იმ პროფესიით, რომელსაც მივყვები.
5. პატარა ისტორია, რომელსაც გაგვიზიარებდი.
- ვფიქრობ, ძალიან მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, ახლა მხოლოდ ეს ისტორია მახსენდება. ბავშვობაში, როდესაც ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობი, შუშის უზარმაზარ კარადებზე ავძვერი, ბევრი ძველი და ახალი ჭურჭელი ეწყო, ერთ-ერთი თარო ჩამოიშალა, გადმოვარდი და ყველაფერი ზედ დამეფშვნა. ბევრი ვიტირე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ნაკაწრიც არ მქონია.
6. ნებისმიერი ფიქცია, რომლის რომელიმე პერსონაჟი ძალიან გგავს და რატომ ამგვანებ შენს თავს?
- ვფირობ, mafia love -ის იერი ძალიან მგავს, ძალიან მეამიტია, ადამიანებს ადვილად ენდობა და თუ ბრაზდება კონტროლს კარგავს. აგრეთვე, შეუძლია ყველა და ყველაფერი გაანადგუროს, ოღონდ მიზანს მიაღწიოს.
YOU ARE READING
ინტერვიუ iyRoS8 - სთან !
Fanfictionჩვენი ჯგუფის უსაყვარლესი მემბერი🌈💜 ინტერვიუ iyRoS8-სთან!🌈 ინტერვიუების იდეა აღებულია ჯგუფი WTTPD-ისგან. ნებართვა გვაქვს, მადლობა მათ💜