"ძვირფასო დღიურო
ჰარ-რიდში ცხოვრება საშინლად მომაბეზრებელია, სულ მალე 20 წლის გავხდები ამ ქალაქიდან კი მაინც ვერ გავაღწიე.
კიონგსუ და სუჰო თავის სტიქიაში არიან, დიო მუშაობს, სუჰო კი თავის პატარა, აუტანელ ძმას უვლის, ღმერთო თუ არსებობ გამძლეობა მიეცი ამ ორ საცოდავს.
მეგონა უნივერსიტეტი რადიკალურად შეცვლიდა ჩემ ცხოვრებას, ვისწავლიდი და საყვარელ საქმეს მოვკიდებდი ხელს, მაგრამ ვგრძნობ რომ დროის და ფულის ფუჭი ხარჯვაა. ხანდახან ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ამ ცხოვრებისთვის შეუფერებელი ვარ, თავში რაღაც ხმა მკარნახობს რომ ეს წელი ჩემ ცხოვრებას..."
- რადიკალურად შეცვლის - ხმამაღლა თქვა ბიჭის ზურგს უკან მდგარმა მეგობარმა - არ მოგბეზრდა ბექიონ? ყოველ წელს მაგას "გიგრძნობს გული".
- ჯუნმიონ, დიდება შენს გამოჩენას! - ბექიონმა ღდიური ჩანთაში დააბრუნა - ახლა მოხვედი?
- კი, სულ ცოტა ხნის წინ - სკამზე ჩამოჯდა.
კიმ ჯუნმიონ, იგივე სუჰო, სამეგობროს მზე იყო, მუდმივად პოზიტიური და მხიარული ბიჭი, ადამაინი რომლისთვისაც სიცოცხლის ნდობაც შეგეძლოთ. სუჰო გარეგნობითაც არანაკლებ შესანიშნავი იყო, საშუალო სიმაღლის, კარგი აღნაგობის, ყავისფერ თვალება, წაბლისფერი თმით, მოკლედ საოცნებო შეყვარებული... ყოველთვის თვალებით იღიმოდა, ისე თითქოს მსოფლიოს ყველა ბნელი კუთხის განათება სურდა, ახალგაზრდა ბიჭი დედის სიყვარულით და მზრუნველობით.
YOU ARE READING
The Witch // ალქაჯი [Completed]
Fanfictionალქაჯების ყველაზე ძლიერი საგვარეულოს, ბიონების ახალგაზრდა შთამომავლის და 150 წლის ვამპირის სიყვარულის ისტორია. დაწყების თარიღი: 2022/01/19 Pic edit by: httparkbyun