P.s. მთელი ამ წვალების შემდეგ პატარა საჩუქარი მითხველს <3
ბიჭები დიოს მთელ ქალაქში ეძებდნენ. იმ ღამით მგლის ყმუილის ხმა ყველამ გაიგო, ჩანიოლმა ბიჭებს სახლში დაბრუნება აიძულა.
- არა, შეუძლებელია, ეს მე უნდა ვყოფილიყავი! - ჯუნმიონი მუხლებზე დაეცა - დიო არ იმსახურებს ასეთ წყევლას - გული ნაფლეთებად ეგლიჯებოდა, მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა რომ წყევლა საკუთარ თავზე აეტანა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელი იყო - ვალდებულები ვართ მას დავეხმაროთ, რამე უნდა გავაკეთო - ფეხზე წამოდგა, მაგრამ ლეიმ შეიაჩერდა.
- გთხოვ სუჰო დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება - ატირებულ შეყვარებულს ძლიერად მოეხვია.
- ეს შენი ბრალი არაა, დიოს ეს დაბადებიდანვე ჰქონდა სისხლში - ბექიონიც მოეხვია სუჰოს.
- ეს უკვე მოხდა, ერთადერთი რაც შეგვიძლია მზის ამოსვლის თანავე ტყეში წასვლა, მისი მოძებნა და დახმარებაა - სეჰუნი ჩანიოლს მიუახლოვდა - წავალ პირველყოფილ ჰიბრიდს მივხედავ, ოჯახში მაქციის ყოლა ბევრს რამეს ცვლის, ლუჰანს ასე უბრალოდ ვერ მოვიშორებთ.
- მართალი ხარ, ადრე თუ გვიან მისი სისხლი მაინც დაგვჭირდება - თანხმობის ნიშნად ძმას თავი დაუქნია, სუჰოს მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა - დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, დიოს დავეხმარებით, შენ დამნაშავე არ ხარ, ახლა კი დაისვენე - დააჯერა და ბიჭი დივანზე დასვა.
- მადლობა - ბექიმ სევდიანად გაუღიმა შეყვარებულს.
- ძალით დაჰიპნოზება მძულს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე უკეთესია... სუჰო ცხოვრების ბოლომდე დაიდანაშაულებდა თავს იმაში რაც მისი ბრალი არაა - იშინი მიუახლოვდა უმცროსს, შუბლზე აკოცა და ხელში ნაზად აიყვანა - წავალ დავაწვენ, ამ თვეში ზედმეტად დიდი სტრესი გადაიტანა - ამოიხვნეშა და სუჰოს მძინარე სახეს დახედა - არც კი მახსოვს ბოლოს როდის ეძინა ასე მშვიდად.
YOU ARE READING
The Witch // ალქაჯი [Completed]
Fanfictionალქაჯების ყველაზე ძლიერი საგვარეულოს, ბიონების ახალგაზრდა შთამომავლის და 150 წლის ვამპირის სიყვარულის ისტორია. დაწყების თარიღი: 2022/01/19 Pic edit by: httparkbyun