ბევრი, ბევრი კომენტარი მინდა. კარგ ხასიათზე ვარ და თან ეს ვანშოთი ჩემი პირველი ომეგავერსია🙈
☆☆☆☆☆☆☆
_ამბობენ, თუ დაბადების დღეზე სურვილს ჩაუთქვამ და სანთელს ჩააქრობ, სურვილი აგისრულდება.
დამაიმედებლად ჟღერდა, ეს მხოლოდ იმიტომ, ამ უზადოდ ლამაზ, სანდო ალფას რომ ეკუთვნოდა სიტყვები. სხვა შემთხვევაში ომეგა არც კი დაუგდებდა ყურს ზემოთთქმულს, შეიძლება არც კი გაჩერებულიყო ერთ ადგილზე ამდენად მშვიდად, როგორც ამ წამს იყო.
_ნუთუ?! შენ აგსრულებია სურვილები?
ალფას არ გამოპარვია ომეგის გაფითრებულ, გაცრეცილ სახეზე შეტოკებული მიმიკა. ძალიან ლამაზიაო, გაიფიქრა და მზერა უმცროსის სისხლისფრად გადაღებილ, თხელ ტუჩებზე გადაიტანა, საუბრისას ვალსს რომ ეცეკვებოდნენ ბაგენი ერთმანეთს. მოსწონდა, სასწაულად!
_ერთ-ერთი მათგანი ახლა ჩემს წინ ზის, პატარა ბიჭო, ასე რომ, დიახ, ამსრულებია.
ალფას ძლიერი, ბარხატოვანი ხმით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა რაღაც საოცრად, სასიამოვნოდ აუწრიალეს მუცელში გრძნობები შეფარკლულ ლოყება ომეგას.
_მე კი არა. ჯერ ისევ აქ ვზივარ. უკვე წლებია...
რამდენიმე საათით ადრე. <●>
მისაღების შუაგულში მდიდრულად გაწყობილი მაგიდის თავში იჯდა მუდამდღე ელეგანტურად შემოსილი ალფა. მისი რანკისთვის ზედმეტად ნაზი ნაკვთების მქონე კაცი, ლამაზი, საოცრად თბილი ღიმილითა და მომნუსხველი ხმით ნებისმიერის კეთილგანწყობას იმსახურებდა. მოსწონდა ომეგას მისი ღიმილის ყურება. ახლაც ვერ აშორებდა თვალს მასთან ასე ახლოს მჯდომ მამას. მოსწონდა და ხანდახან თავადაც კი ცდილობდა მამის მანერები დაეკოპირებინა. არ გამოსდიოდა, თუმცა ცდილობდა ხოლმე. ალფა ხომ მისთვის ჩაუქრობელი ვარსკვლავივით იყო.
YOU ARE READING
Lavanda Boy - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦ
Short Story"ალფასთვის ჯონგუკი ლავანდა იყო, იასამნიფრად, ვნებისფრად გადაღებილი, ლამაზად აზიდული ფურცლებით. ზუსტად ამავე ყვავილის სურნელს ატარებდა თავად ომეგაც." Oneshot》《Taekook》 🐯🐰 By》《ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒》 🧚♀️ 《Alpa/Omega》 《21.09.2022》 [21.01.2022.]