ზუსტად არავინ იცის რა მოხდა ნაგოიას კონცერტზე. სანამ დავიწყებდე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფრი ჩემი თვალით არ დამინახავს და თავს ვერ დავდებ ნაჯახის ქვეშ, გინდა თუ არა ასეათქო, მარა არც საიდანმე მომიგონია. უბრალოდ იმ ხალხის ნათქვამს ვციტირებ ვინებმაც რეალურად დაინახეს. ამ შემთხვევაში მტკიცებულებები არაა, თუ გჯერათ დაიჯერებთ, თუ არადა ეგ ჩემი საქმე აღარაა ❤
დავიწყოთ.
ნაგოიას კონცერტზე ბევრი ხალხი იყო. როგორც ვიცით კამერები და გადაღება საერთოდ არ დაიშვებოდა, ამიტომ ძალიან მწირი და მცირე ინფორმაცია გვაქვს. მხოლოდ ფანების ნასაუბრებიდან შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ თუ რა მოხდა რეალურად.
როგორც ვიცი როცა ეს ყველაფერი მოხდა ტვიტერი ლამის აფეთქდა. ინთერნეიშენალ ფანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდებოდა, იაპონელი ფანები კი გაგიჟების პირას იყვნენ. ნაგოიას კონცერტს ვინც დაესწრო, ყველა მსგავსი შინაარსის რაღაცას ამბობდა:თარგმანი
"ნაგოიას კონცერტზე ვიყავი თხუთმეტში მაგრამ სამწუხაროდ გადაღება აკრძალული გვქონდა. ბევრი ჯიგუკის მომენტი იყო. Dope-ში როცა ჯონგუკი მის პარტიას მღეროდა, ჯიმინი თითქოსდა ეხუტებოდა მას. 21 century girl-ის დროს პირველ ნაწილში მართალია არაფერი მომხდარა, მაგრამ მეორეში ისინი მართლა მიუახლოვდნენ ერთმანეთს და ჯონგუკმა მისი ხელი ჯიმინის თავს უკან მოათავსა, ვფიცავ საკოცნელად გაიწია, მაგრამ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა და ჯიმინი თან მღეროდა, თან ქორეოგრაფიას აკეთებდა. Run-ის დროს საუკეთესო მომენტი მოხდა, ჯიმინი სცენის კუთხეში იყო და ჯონგუკი მასთან ძალიან ახლოს მივიდა, ისინი ერთმანეთს უყურებდნენ როცა მაღალ ნოტს ერთად იღებდნენ, ჯონგუკი წინ დაიხარა და მათი შუბლები ერთმანეთს შეეხნენ, ჯონგუკის ხელი კი ჯიმინის კეფაზე იყო. მეგონა ისინი აკოცებდნენ და ისეთი გახარებული ვიყავი არ ვიცი როგორ გადმოვცე"