STAY WITH ME!

47 4 4
                                    

როდესაც (***) ამ ნიშანს დაინახავთ ჩართეთ სიმღერა, რათა კითხვა უფრო სასიამოვნო გახდეს.


...არ მახსოვს როგორ მივედი შენობამდე, მაგრამ ყველა სართულზე მას დავეძებდი.
თვალებს აქეთ-იქით გიჟივით ვაცეცებდი, რომ სადმე ის დამენახა, ერთადერთი მიზეზი ჩემი ბედნიერებისა.
ბოლო სართულისაკენ ამავალი კიბეები სწრაფად ავირბინე და გავშეშდი.

ბეტონზე თეთრ კაბაში გამოწყობილი სხეული ესვენა...

ნაბიჯებს ძლივს ვდგამდი, არ მინდოდა ის ყოფილიყო, მაგრამ გრძელი, შავი თმა იმ წამსვე ვიცანი.
ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი მას, ფრთხილად ჩავიცუცქე და ხელი კანკალით წავიღე მისი სახისკენ

---ჰა...ჰარი...
წვალებით წარმოთქვა ჩემი სახელი
---პატარავ...
---შენ მიპოვე
---მე ყოველთვის გიპოვნი საყვარელო.
ვუთხარი და თავზე ვაკოცე.
---მიყვარხარ, ხომ იცი ეს?
---მეც მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
ჩემს ნათქვამზე მკრთალად გაიღიმა.
---ბოდიში..
---ბოდიშს რისთვის მიხდი პატარავ?
---იმისთვის, რომ ახლა ტკივილს გაყენებ.
---არა საყვარელო შენ ჩემთან ხარ მთავარი ეს არის, ბოდიშს კი აქეთ უნდა გიხდიდე...
ვუთხარი და უფრო ძლიერ ავტირდი.
---ჰარი...შეგიძლია დაიხარო?
ამ დროს ამოახველა და თვალები ოდნავ დახუჭა...
---მინდა გაკოცო.
მთხოვა და კვლავ მოსწყლა მის დიდ, ყავისფერ თვალებს ცრემლები.
თავი სახესთან ახლოს მივუტანე და გული ამიჩქარდა, როდესაც მისი სუნთქვა კანზე ვიგრძენი.
ტუჩები თვალებთან ახლოს მომაწება და ნაზად მაკოცა. მე კი მის სურნელს ღრმად და შეიძლება უკანასკნელადაც ვისუნთქავდი.
---ისევ ისეთი ცივია.
მისი ნათქვამის გამო თვალები გავახილე და მას შევხედე.
---რა პატარავ?
---შენი ხელები, ისეთივე ცივია როგორც პირველი შეხებისას, შუა ღამეს ქუჩაში, რომ დამეჯახე და ტელეფონო დამაგდებინე.
გამეღიმა.
---საიდან იცი, რომ მე ვიყავი?
---ტატუ, მარცხენა ხელზე ჯვარი გახატია და ეს დამამახსოვრდა.
მითხრა და იმ ადგილას მაკოცა.
შემდეგ კი ძლიერ მომეკრო.
---მიმღერე რა...
---რა გიმღერო პატარავ?
---არ ვიცი, უბრალოდ მიმღერე



You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 08, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ტკივილი და ასეთი ცივი? Where stories live. Discover now