შესავალი. დაბადება

65 6 2
                                    

ფლოქვების თქარუნი გარინდულ, ბნელ ტყეში ჩვეულებრივზე უფრო ხმამაღალი ჩანდა. სადღაც ახალი სიცოცხლე იბადებოდა, მხედარსაც იქ მიეჩქარებოდა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეღწია ტყის სიღრმეში მდებარე ძველ სასახლემდე, რათა ტახტის მემკვიდრის დაბადებისთვის მიესწრო.
როგორც იქნა სასახლის ბნელი, ცივი სილუეტი აღიმართა მხედრის წინაშე. მაღალ, ცივ, ქვით ნაგებ სასახლეში ქალის განწირული კივილი ისმოდა. მხედარი სწრაფად ჩამოხტა თავისი ცხენიდან და სასახლეში შევარდა.
-სად არის?!-ნერვიული ხმით ჰკითხა მოსამსახურე ქალს.
-თქვენო უდიდებულესობავ, ვერ შეგიშვებთ.- დაბალი, სათნო შეხედულების, ხანში შესული ქალი მეფეს წინ გადაუდგა
-რას ნიშნავს არ შემიშვებ?! იქ ჩემი დედოფალია! ჩემი ცოლი! მომავალი შვილიც..- მეფე არ ცხრებოდა, მაინც ლამობდა ოთახში შეღწევას
-თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით აგიხსნათ. დედოფალი..
-დედოფალს რა დაემართა? ახლავე მითხარი!
მოულოდნელად ქალის კივილი შეწყდა. სასახლეში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ მან დიდ ხანს არ გასტანა. ბავშვის ტირილმა თითქოს დრო თავიდან აამოძრავა.
ოთახიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. ხელში თეთრ ზეწარში გახვეული პატარა ბავშვი ეჭირა.
-თქვენო აღმატებულებავ..-ქალმა ჩუმად, გაუბედავად წარმოთქვა.-დედოფალი.. ის...
მეფემ ქალს ცივი, გულგატეხილი თვალები მიაპყრო
-ძალიან ვწუხვარ.. მაგრამ აი.-ქალი წინ წაიწია.-სამაგიეროდ ჯანმრთელი გოგონა გაჩნდა..
ჩაბნელებულ ღამეს სავსე მთვარე ამშვენებდა, თითქოს ცაზე ასჯერ მეტი ვარსკვლავი კაშკაშებდა. ზაფხულის გრილი ნიავი მინდვრის ყვავილებს ნაზად არხევდა. იმ ღამეს გაჩნდა ის...

ადელაიდაWhere stories live. Discover now