1. შენი რეაქცია, როცა საახალწლო კონკურსში გაიმარჯვე.
- ჰმმ... სიმართლე გითხრა, არ მახსოვს.პოსტი რომ ვნახე ვერ ვიჯერებდი, შემდეგ ასტემ მომწერა გილოცავო და მეთქიი "ვააა, გილოცავ სირენაიზ შენ ეს შეძელი."
2. აპლიკაცია, რომელზეც ყველაზე დიდ დროს ატარებ.
- ჩემნაირი ტელეფონზე დამოკიდებული ადამიანისათვის ზედმეტად რთული კითხვა არის, ვერ ვაკეთებ არჩევნას ვერც ერთ აპლიკაციაზე, მაგრამ ალბათ facebook და messenger, რადგან ფეიკი მოითხოვს ასე.
3. არიან ისეთი ადამიანები ვინც არასოდეს გინახავს, მაგრამ შენთვის ბევრს ნიშნავენ ?
- რეალურ ცხოვრებაში თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ არ მყავს მეგობრები და ადამიანები, ვინც ჩემთვის ბევრს ნიშნავენ, მაგრამ ფეიკზე რამოდენიმე მასეთი ადამიანი გავიცანი, რომლებიც ჩემთვის ცხოვრების ნაწილები გახდნენ.
4. უხილავი ხარ. რას გააკეთებდი ?
- ისედაც უხილავი ვარ ცხოვრებაში ასე რომ რასაც ვაკეთებ ყოველდღიურად იმ საქმიანობას განვაგრძობდი.
5. შენი ჰობი.
- ბევრი ჰობი მაქვს, მათ შორისაა : წერა, კითხვა, ხატვა, დორამების, ბიელების ყურება, მუსიკების მოსმენა და რაც მთავარია წოლა, რომელსაც ყველაზე უკეთ ვფლობ.
6. ცნობილი ადამიანი, რომელიც გიზიდავს.
- იუნგი, ჰოსოკი და ჩემი ჯონი დეპი.
7. ვატპადზე საიდან მოხვდი ?
- ვაიმეე, არ ვიცი. არა, ვიცი. სულ თავიდან სადღაც 3 წლის წინ გადმოწერილი მქონდა და მკითხველის როლში ვიყავი, შემდეგ წავშალე, მაგრამ 2021-ში გაზაფხულზე ისევ გადმოვწერე, რამ მიბიძგა მაგისკენ არ ვიცი, არ მახსოვს, მკითხველის როლი მქონდა ისევ, მაგრამ ვიფიქრე " რატომაც არა?! ვცადოთ." ამ სიტყვების შემდეგ კი სულ მცდელობაში ვარ.
YOU ARE READING
ინტერვიუ _SIRENIZE - სთან !
Short Storyინტერვიუ _SIRENIZE - სთან ! 🌈💜 საახალწლო კონკურსის გამარჯვებული !🌈💜