გრეიქსი

318 28 51
                                    

(სი გრეი გარეგნულად, მკითხველის თვალსაჩინოებისთის👆)

უზარმაზარი კომპანიის ოცდამეშვიდე სართულზე, ომეგის კაბინეტში სიყვარულის სურნელი ტრიალებდა.

ომეგა თითქოს კატა ყოფილიყო ისე იჯდა მაგიდაზე და სავარძელში კომფორტულად მჯდარ ალფას ნაზად ჰკოცნიდა.

ტანზე მომდგარი კამკამა ცისფერი კაბა ემოსა , რაც უფრო ჰკვეთდა მისი იდეალური სხეულის ნაკვთებს.

ალფები გაგიჟებას იყვნენ მის შემხედვარე.

ომეგა გარეგნობით და გვარიშვილობით თითქმის ყველას სტანდარტებში ჯდებოდა.

" - ჩემი ერთი თითის დაქნევა და ყველა ალფა ჩემია"- ამბობდა ამაყად ომეგა, სახელად სი გრეი.

Flash Back

ერთხელ მეგობარი კომპანიების "გაცნობის" საღამოზე სი გრეი თავის ჭეშმარიტს შეხვდა.

ლი ქსია , არა ნაკლები გვარის მატარებელი ალფაა, გარეგნობითაც არ ჩამოუვარდებოდა სი გრეის მოწონების თამასას.

ქოქოსის და ჟასმინის სურნელმა სი გრეი გააბრუა...

არ იცოდა რა ექნა... მას ბევრ ალფასთან ჰქონია ურთიერთო მაგრამ ასეთი გრძნობა არსდროს არ დაუფლებია.

უნდოდა ყველაფერი მიეტოვებინა და ის ეპოვა.

იცოდა რომ მიზანთან ახლოს იყო... მაგრამ ბოლოს ერთ ადგილას გაშეშდა, შიშმა შეიპყრო...

მის შინაგან მეს არ სურდა ჭეშმარიტის მიღება.

თუ ის ალფას მიიღებდა ვეღარ იქნებოდა ისეთი თავისუფალი, როგორც ახლა.

- ან საერთოდ რაში მჭირდება ჭეშმარიტი, მე ისედაც მყავს ჩემი საყვარელი ალფა, თეჰიონი - თავს ამ სიტყვებს უმეორებდა, შემდეგ კი წვეულებიდან წასვლა გადაწყვიტა.

შეშინებულმა აკანკალებული ხელებით თეჰიონს დაურეკა.

- თეჰი... გთხოვ წამიყვანე აქედ... - დასრულება არ აცადეს, ვიღაცამ მკლავზე მოქაჩა და მისკენ მიიტრიალა.

My OmegaWhere stories live. Discover now