თავხედი!

64 16 22
                                    


ერთი ქოლგის ქვეშ და მასთან ერთად ასე ახლოს ყოფნა საკმაოდ ამაფორიაქებელი აღმოჩნდა ომეგისთვის.

ასეთ დროს თეჰიონს ხელმკლავს გამოუდებდა მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა... თითქოს რაღაც აჩერებს, ვერ ბედავს...

არეულმა ამინდმა მისი აზრებიც ბურუსით მოიცვა.

ალფა ქოლგას და თავს ძლიერად იჭერდა.

- ის ომეგა არ არის ერთადერთი ვინც მყავს ან მყოლია...

- ოჰოო, როგორი თამამი ნათქვამია...

- გთხოვ სწორად გამიგე, შენ ერთადერთი ხარ ვინც გულწრფელად მიყვარს...

- რატომ უნდა დაგიჯერო, არ გაგიჭირდება მაგ სიტყვების ყველასთვის გამეორება...

- ისევ დაიწყე...

- არაფერიც არ დავიწყე! სიმართლეს ვლაპარაკობ და არ მოგწონს! იცი რაა, საერთოდ არ მჭირდება შენი დაცვა... - ომეგამ ქოლგა და ქსია მოიქნია და გაიქცა.

ქსია გაცოფდა, ეს ქოლგაც ნერვებს უშლიდა, მოიქნია და სი გრეის არ ჩამორჩა.

ჭეშმარიტების მსგავსმა საქციელმა თითქოს წვიმა უფრო განარისხაო, არც მან დააყოვნა და ელვამ დაიგრუხუნა.

ომეგას საშინლად შეეშინდა, იქვე ჩაიმუხდა და ატირდა.

ალფას თვალები დაებინდა, თითქმის ვერაფერს ხედავდა, ეცადა გზა გაეკვლია და როგორმე მის ომეგამდე მიეღწია.

ფარ-ხმალ დაყრილი ომეგა მოულოდნელად ხელში აიტაცეს და უგზო-უკვლოდ გააქანეს.

მხოლოდ იმას მიხვდა რომ ეს ქსია იყო.

- ქსია მე...

- დამშვიდდი, მალე კარგად იქნები.

- და შენ?

- ეს შენზეა დამოკიდებული

სი გრეიმ სიტყვა ვეღარ თქვა.

.............

პირველივე შემხვედრ სასტუმროს შეაფარეს თავი.

My OmegaWhere stories live. Discover now