part 1

26 2 1
                                    

გამარჯობა მე მაიკო ვარ 16 წლის ეს კი ჩემი ძმა ჯონგუკია (ქუქი)   ის  18 წლის არის .  
ჩვენ ადრე საქართველოში ვცხოვრობდით მაგრამ საცხოვრებლად კორეაში გადმოვედით  . ენის შესწავლა ცოტა გამიჭირდა მაგრამ ამაში ჩემი კლასელი ნინი დამეხმარა ისიც ქართველია ოღონდ უფრო დიდი ხანია ცხოვრობს კორეაში და კორეული ენა უფრო კარგად იცის . 
მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ  . 
ალბათ იცით ბევრმა თქვენგანმა როგორი ძნელია ახალ  სკოლაში მისვლა არ იცი როგორ დაგხვდებიან ახალი კლასელები და მასწავლებლები .
ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო მაგრამ ჩემი ძმა საერთოდ არ ნერვიულობდა .
მოკლედ როგორც იქნა დადგა სკოლის პირველი დღე  როგორც ყოველთვის ავდექი მოვწესრიგდი და დავაპირე სკოლაში წასვლა .
სახლიდან რომ გავდიოდი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ რაღაც მავიწყდებოდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე . 
როგორც დედამ და მამამ გამაფრთხილა სახლს რომ დავკეტავდი გასაღები  ჯონგუკისთვის უნდა მიმეცა .
დავკეტე კარი და ხმამაღლა დავიძახე :
მე: ჯონგუკ მოდი გასაღები გამომართვი  !
ხმა არავინ გამცა
ისევ დავიყვირე  
მე: ძმაო გაიგონე რაც გითხარი? 
და ხმა რომ არავინ გამცა მერე მივხვდი რომ ჩემი ძმა სახლში დამრჩა  .
გაისმა ტელეფონის ზარის ხმა
ეს ჯონგუკი იყო 
ჯონგუკი : მაიკო უკვე სკოლაში ხარ მისული ? 
მე: არა ჯერ
ჯონგუკი: სახლში ვიღაცამ ჩამკეტა  კარებს ვერ ვაღებ  სახლში დაბრუნდი .
მე: კარგი კარგი უკვე მოვდივარ . საინტერესოა ვინ ჩაგკეტა  .

ჯონგუკი: მეც მაინტერესებს .

მე არაფერი შევიმჩნიე
მოვიტყუე რომ არაფერი არ ვიცოდი .
ბოლოს მაინც გაიგებდა ეს მე რომ გავაკეთე მაგრამ ამ ჯერად ჯობდა რომ მომეტყუებინა .
ცოტა ხანი დავიცადე კარებთან რადგან ჩემ ძმას ეფიქრა რომ ჯერ გზაში ვიყავი .
 

ეს თავი ასე დასრულდა .
როგორ ფიქრობთ ღირს ამ ფიკის გაგრძელებაა ?

ვაღიარებ რომ არ მეხერხება ფიკების წერა მაგრამ ჩემმა დამ დამაძალა და მის გამო დავწერე💜.

უცნაური სიყვარული Where stories live. Discover now