ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. მე ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი ქმარი ჩემს გარდა არავის შეხედავდა, არავის მოიწონებდა, მიუახლოვდებოდა. მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ წავიდა. ამ ყველაფერს ჩემი ამ სახლში ყოფნა ადასტურებს. მე იქ ვარ, სადაც ყველაფერი უნდა გამოაშკარავდეს. დღეს იქნება ის საზარელი დღე, როდესაც ყველა ყველაფერს გაიგებს და მე ამაში მთავარ როლს შევასრულებ.
ახლანდელი დრო.
მთავარ მოვლენამდე ორი თვით ადრე, სეული - 13.03.2020.- რა საყვარელია, არც კი მჯერა, რომ უკვე ათი წლისაა. ძალიან სწრაფად გადის დრო, ისე, ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ. - ორი ახალგაზრდა ქალი დივანზე ისხდნენ და ოჯახურ ალბომს ათვალიერებდნენ. ორივე მათგანს ყურებამდე ეღიმებოდათ წარსულის გახსენებაზე.
- ჰო, ხშირად ვფიქრობ დროის სწრაფად გასვლაზე და ეს მაშინებს. იმის წარმოდგენა, რომ ფელიქსი მალე გაიზრდება და დამოუკიდებლად ცხოვრებას დაიწყებს, არ მსურს. არც კი მინდა წარმოგიდგინო მის გარეშე ცხოვრება როგორია. - უეცარი სევდით გასცა პასუხი, თუმცა ეს სევდა მის სახეზე მალევე გაქრა, როდესაც ოთახში შემოსული თავისი საყვარელი ქმარი დაინახა. - თეჰი, ასე მალე რატომ დაბრუნდი? - ადგა და ქმარს თბილი ჩახუტებით შეეგება.
- დღეს ბევრი საქმე არ მქონდა, რონას საშუალებით ყველაფერი მალე დავასრულეთ. - კაცმაც შემოხვია თბილი მკლავები ცოლს და შუბლზე პატარა კაცნა დაუტოვა. ერთმანეთს მას მერე მოშორდნენ, როცა იქვე მყოფი მეგობარი გაახსენდათ. - ოჰ, გამარჯობა უნბიოლ, როგორ ხარ? - მეგობრულად გაუღიმა და ცოლის გვერდით მოთავსდა.
- კარგად, სიძევ, შენ?
- მეც კარგად. ალბომს ათვალიერებდით? შემოგიერთდებით. - ეს თქვა თუ არა, ერთერთი ალბომი მაგიდიდან აიღო და გადაშალა. ეს ალბომი მისი და იუნასი აღმოჩნდა. მოზღვავებული სიყვარულის გამო გაიღიმა და ფოტოების დათვალიერება დაიწყო.
YOU ARE READING
HEART BEATS FAST
Short Story„- ძალიან მიყვარხარ, თეჰიონ. - გოგონა თბილი ტონალობით ეუბნება ქმარს. - მეც მიყვარხარ, იუნა. - თეჰიონი იუნას ხელს თავისაში იქცევს და ცერა თითით ეფერება. - ჩემსავით ძლიერ გიყვარვარ? - ქალს ხმაში ხრინწი შეეპარა, თვალები შიშით გაუფართოვდა. - ნუ სულელ...