საკურას POV
ფილმს ვუყურეთ და დაგვეძინა კიდეც.დილით ერთმანეთზე გადახლართულებს გაგვეღვიძა.დილის 6 საათი იქნებოდა საწოლიდან მაშინვე არ ავმდგარვართ, კიდევ დიდი დრო გავატარეთ ერთმანეთის ჩახუტებაში.
ქუქი ძალიან საყვარლად იქცეოდა ხან მკოცნიდა და ხან მუცელთან დაიხრებოდა,ბავშვს ელაპარაკებოდა და ეფერებოდა.მართლა ძალიან საყვარელი იყო.სამწუხაროდ დღეს კუნძულიდან უნდა წავსულიყავით და ჩვენს საკუთარ სახლში პირველი დღე უნდა გაგვეკეთებინა.ავდექით ჩემოდნები ჩავალაგეთ,უფრო სწორედ ქუქიმ ჩემს მაგივრად ჩაალაგა ორივეს ჩემოდანი.გზაში ქუქი ისე მექცეოდა თითქოს ფაიფურის თოჯინა ვყოფილიყავი და რომ დავესვი დავიმტვრეოდი.
სულ მეფერებოდა და ყოველ ხუთ წუთში მკოცნიდა,თითქოს ამის გარეშე ვერ ვისუნტქებდი.რა თქმა უნდა მე მომწონდა,რომ ჩემი ქმარი ჩემზე და ჩვენს პატარაზე ასე ზრუნავდა და სიყვარულს ასე გვაგრძნობინებს.სახლში,რომ მივედით უკვე დღის 12 საათი იქნებოდა.კუნძულისგან განსხვავებით,სადაც ძალიან ცხელოდა კორეა საყინულედ მომეჩვენა.უამრავი ოთახიდან ის ამოვარჩიე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა და გადავწყვიტე დამელაგებინა, თუმცა ქუქიმ ამაზე მისაყვედურა ასევე თოჯინასავით საწოლზე დამსვა და ბარგის ამოლაგება დაიწყო.
ტანსაცმლის ნაწილი უკვე კარადებში ეწყო,სახლი დედამ და ქუქის მამამ მოაწყვეს და გვითხრეს,რომ თუ რაიმე არ მოგვეწონებოდა შეგვეცვალა.
YOU ARE READING
♡🥀The path from hate to love🥀♡
Fanfictionჯეონ ჯონგუკი არის სკოლის დირექტორი რომელსაც შეუყვარდება მე-12 კლასელი გოგო 🥵❤️