1

39 5 4
                                    

დილას გაიღვიძა თუ არა ენიმ, კარებზე კაკუნის ხმა გაისმა
-დილამშვიდობისა ენი!
ხმამაღლა შესძახა ფოსტალიონმა
-დილამშვიდობისა, ასე დილა უთენია რაგინდა აქ? ისევ დეიდა ლის სანახავად მოდი?
-არა რათქმაუნდა! თითქოს აღელვებული ხმით უპასუხა, თითქოს რაღაცას მალავდა
-წერილი მოგიტანე
-ვისგანა?
-არვიცი... ისე ქალბატონი ლი არ მოსულა ბაზრიდან?
გოგონამ თვალები ზევით ასწია და ანიშნა, რომ თავი მოაბეზრა
-კარგი წავედი, წარმატებულ დღეს გისურვებ
-თქვენც... წერილი საიდანაა?!
მიაძახა გოგომ
ეზოდან გასულმა კაცმა მაღალი ხმით უპასუხა:
-ლონდონიდან!
       გოგონას გაუკვირდა, წერილი ფანჯრის რაფაზე დადო და პურის დაჭრა დაიწყო. გული გამალებით უცემდა, ნერვიულობდა იცოდა ვისგანაც იყო და ეშინოდა წაკითხვა, მას ხომ მისი ნამდვილი მშობლებისგან წერილი არასდროს მიუღია.
    დიდი ხანი იფიქრა გაეხსნა თუ არა მაგრამ გადაწყვიტა მისი გამზრდელი დეიდა ქეროლის  აზრი მოესმინა.
  ერთი საათის შემდეგ, შორიდან დაინახა დეიდა ლი და დეიდა ქეროლი, მალევე დამალა წერილი და მისაღებში მშვიდად დაჯდა.
-რას როშავ ქეროლ?!
-არაფერსაც!დარწმუნებული ვარ, რომ ფოსტალიონ ჯეკს გამალებით უყვარხარ, შენ რას ფიქრობ ენ?
ჩემი აზრით უხდებით ერთმანეთს
-გთხოვ! მე ზედმეტად მოხუცი ვარ ამისთვის.
-ენი წადი ყავა აგვიდუღე.
გოგონამ თავი დაუქნია და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. არ იცოდა რა ეფიქრა საერთოდ ჯერ ვერც გაეაზრებინა წერილის ამბავი
-საღამოს მოვუყვები დეიდას წერილზე და ერთად გადავწყვეტთ რა ვქნათ.

სახლი დიდი კიბეებითWhere stories live. Discover now