როგორც იქნა მოსაღამოვდა, ენი და დეიდა ქეროლი ისხდნენ მისაღებში და ხმას არ იღებდნენ.
-რა მოხდება თუ ჩემი მშობლები წერილს გამომიგზავნიან და მე დავწვავ?
-ვერასდროს გაიგებ რა ეწერა შიგნით
-ანუ წავიკითხო?
-არ ვიცი, შენ გადაწყვიტე
-ხვალამდე ვიფიქრებ, ვნერვიულობ არ ვიცი რა ვიგრძნო
-არამგონია რამე შოკის მომგვრელი მოეწერათ
-იქნებ ჩემი დაბრუნება უნდათ? მე არამგონია რომ მზად ვიყო.
-მაგას დილას გავიგებთ ახლა წადი დაიძიე
გოგონა წამოდგა და ზანტად გაეშურა მისი ოთახისკენ.
ენის არასდროს მოწონდა დახვეული კიბეები, აშინებდა მათი ყურება, ჩაბნელებული კიბის დერეფანი...
ფოტოებით სავსე კედლები,ჩაბნელებული კუთხეები.
ამას ერჩივნა დიდი გრძელი კიბეები ქონოდათ სახლში. აი ისეთი ქუჩის ბოლოს რომ დგას!
-სახლი დიდი კიბეებით.
ენი ხშირად გაიძახდა ამას, ვერ გაეგო რა იზიდავდა მას ასე ძალიან ამ სახლში.
გაწელილი კიბეების ფიქრში დაეძინა...
და აი! მაშინ დაინახა ის რაც იმ სახლისკენ იზიდავდა. ეს ნაცნობი სახე იყო მაგრამ ხის ჩრდილში იდგა ექვსი შავი სილუეტი რომლებიც მისკენ მთელი ძალით მიიწევდნენ მაგრამ ამის მიუხედავად ვერ წვდებოდნენ.
ამ კოშმარისგან მზის ნათელმა სხივმა იხსნა. გოგონა ადგა გაკვირვებული სარკეში ჩაიხედა და საკუთარ თავს ჰკითხა.
-რა დაგესიზმრა? არვიცით უპასუხა თავის თავს
-ენი ჩქარა მოემზადე პირველი სართულიდან ამოვიდა დეიდა ქეროლის ხმა
-დიახ დეიდა!
გოგონამ წერილს დახედა, აიღო და ჩანთის უკანა ჯიბეში ჩადო
კიბეებზე ჩქარა ჩამოირბინა საჭმელი აიღო და სწრაფი ნაბიჯით წავიდა სკოლაში
-რა გასაგონია დილის რვა საათზე სკოლა!?
გოგონამ მაჯის საათს დახედა
-დრო მაქვს კიბეების ნახვას მოვასწრებ
ენიმ გრძელ გზაზე გადაუხვია, ბებერი კევინის მაღაზიაში შევიდა.
ერთი საღეჭი რეზინა და ერთი წყლის ბოთლი აიღო, ფული გადაუხადა და მაღაზიიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა იმის მოლოდინში რომ მალე ნახავდა კიბეებს იმისდამიუხედავათ, რომ ეს კიბეები გუშინ საღამოს ნახა.
ჩქარი ნაბიჯით წავიდა კიბეებისკენ, უკვე ხედავდა კიბის თავს, უფრო ჩქარა წავიდა თითქმის მირბოდა უფრო აუჩქარა და უცბად...

أنت تقرأ
სახლი დიდი კიბეებით
حركة (أكشن)წიგნი მოგვითხრობს თუ რა გადახვდა თინეიჯერ ენის, როგორ ამობრუნდა მისი ცხოვრება დავდაყირად...