თავი 1

28 4 9
                                    

-გვეღირსა რა დასვენება, ნაანატრიი შვრბულება
-შენც არ იკლავდე რა მუშაობით თავს
-ბიჭო სად წავიდეთ დასასვენებლად აზრზე რო არ ვარ?
-ბევრი ვიფიქრე და ჩაქვში ხო არ წავიდეთ, თან ზღვის პორეთიაა... თან გაგისწორდება
-ისიც წავიყვანოთ, მთელი კვირა რო გეჩალიჩებოდა რა ერქვა იმ გოგოოს? ნატაშაა... ქერა  სლავიკას როჟა, დარწმუნებული ვარ დაგთანხმფება, ჰაჰაჰა
-აუ ნუ ატრაკებ რა ბაკა
-ეეე მე გითხარი და არ გინდა და ეგრე როდემდე უნდა იყო არ ვიცი
-უკვე სამი საათია აქ ვარ და ნაყინს ვტლოკნი ხოდა წავედი მე მივხედო ჩემებს
-მიგაცილებ არ დაიკარგო ისევ
-აუ ბაკუშ ნუ წაიღე ტვინი იმ ერთი დაკარგვით. წავე მე
-მიდი მიდი, აბა შენ იცი ძმაკუშ
-გენავე.

ბაკა

ბაკა ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, მაღალი, გამხდარის აღნაგობის,  ცოტა რთული წარსულით, მაგრამ სიცოცხლით სავსე პიროვნება იყო, ყოველთვის პირზე ის ეკერა, რომ პოზიტივი იყო ყველაფერი კარგის გასაღები, იმის მიუხედავად რო ცოტა ზარმაცი იყო მეგობრებთან გართობა არასდროს ეზარებოდა, ცდილობდა რო მუდამ პოზიტიური ყოფილიყო, რთული ბავშვობის გამო ყოველთვის სურდა ცნობადი სახე გამხდარიყო.

ბალუ

ბალუს ცხოვრებაც ბაკას მსგავსად არც თუ ისე მხიარული წარსულით გამოირჩეოდა თუმცა როდია კაცს წარსულით ევლო, ბალუც იმ დროის აწმყოს არ შეურიგდა და რადიკალურ პიროვნებად იქცა, თავად ბალუ დიდად გამორჩეული გაბარიტების არ გახლდათ, საშვალოზე ცოტა მაღალი, ულამაზესი თვალების პატრონი ყმაწვილი. თავისუფალ დროს ძირითადად ან მეგობრებთან ხმამაღალ გართობას ან მშვიდ, მყუდრო გარემოში წიგნის წერას ან კითხვას უთმობდა.

 

   ზემოთ აღწერილი ეს ორი პიროვნება ერთმანეთს დიდი ხანს განმავლობაში იცნობდენენ. პირველად ერთმანეთი ეკლესიაში გაიცნეს სადაც ორივე სტიქაროსანი იყო, მალევე დაძმაკაცდნენ, ასე და ამგვარად იწყება ამბავი. ამგვარად დიდად ჩემო ძვირფასო მკითხველო თავს  აღარ შეგაწყენ და თხრობას განვაგრძობ.

  გათენდა, ბაკა ომახიანად წამოხტა საწოლიდან, ნივთები მოიმარაგა და ბალუს დაურეკა.
-დღემშვიდობისაა (ბაკა)
-მშვიდობა შენდა (ბალუ)
-ხო მზად ხარ?
-კიი, პროსტა ჩემებმაა... აეეე
-ბიჭო დედაჩემმა იმდენი ტანსაცმელი ჩამილაგა ვერ გამიგია ზღვაზე მივდივარ თუ საზღვარგარეთ
-ისე კი გაასწორებდა
-ეგ ბაზარი არაა მარა რაცაა იმით დავტკბეთ
-ნუ თავისთავად, მოკლეედ ბევრი რო არ გავწელოთ, ვარკეთილის მეტროსთან შევხვდეთ
-კაი ძმის გულ
ბაკამ ბალუს გაუთიშა და სახლი დატოვა.

მოკლედ ხალხო თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ წერას.
რასაც ვწერ უბრალოდ გართობისთვის ვწერ

შმიდტ ჰედსენის მოჩვენებაWhere stories live. Discover now