3-გვირილები

25 2 5
                                    

ჯონგინს და მისას პატარა მანძილი აშორებდათ,მისა საწოლზე იყო ჩამომჯდარი ჯონგინის ნაჩუქარ ყელსაბამს უყურებდა თან მზერას მისკენ აპარებდა.

გაუსაძლისი სიცხე იყო,ჯონგინს მაისური არ ეცვა გამოკვეთილად უჩანდა კუბიკები.ერთი შეხედვითაც შეამჩნევდით მის ნავარჯიშებ სხეულს.

-რაზე ფიქრობ?-სიჩუმე მისამ დაარღვია ხელები სახეზე შემოიდო და სწორი მზერა ჯონგინს შეუჩერა.

-უბრალოდ ვფიქრობ,უკვე სკოლადამთავრებული სრულწლოვანი ვარ,ზრდასრული და მინდა ჩემს თავზე დამოკიდებულმა ვიცხოვრო.-მისას მსგავს პოზაში მის პირდაპირ ჩამოჯდა.მისამ არ იცოდა რომ ის გამოჩენილი ადამიანის შვილი იყო,ჯონგინი ამაზე მხოლოდ იმიტომ ფიქრობდა რომ,მას ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება სურდა.

-მგონი მოვიფიქრე!ეს დღეები ბუნებაში გავატაროთ,სადმე პიკნიკზე წავიდეთ?დავბანაკდეთ და ღამე იქვე გავათიოთ,მე უკვე მაქვს კარგი ადგილი არჩეული,ხვალ წავიდეთ

-ბექიონის დახმარება მინდოდა.-ჩაფიქრდა და იატაკს დახედა-მაგრამ ბუნება განტვირთვაში მეხმარება,ბექიონს შეუძლია წამოსვლა?იქ შევძლებ დახმარებას

-კარგი,წავიყვანოთ.სონუზე და იუნოზე რას იტყვი? ალბათ მოიწყინეს ხომ არ წაგვეყვანა-დამორცხვებით თქვა და პასუხს შეშინებული დაელოდა.

-ჰმ,იუნო?-ლოყა მოიფხანა-იუნოც და სონუც ჯერ ახლახანს გავიცანი,არვიცი როგორც გინდა შენ თუ გინდა წამოვიდნენ-მხოლოდ იუნომ იცის მისი საიდუმლო მაინც ფრთხილად უნდა იყოს.

სასტუმროს დირექტორისგან ანუ მისას ბაბუასგან და დამრიგებლისგან ნებართვა აიღეს,უკვე ყოფილი დამრიგებლისგან.პიკნიკის,ბუნებაში ღამის გათევების გეგმა ყველას ძალიან მოეწონა მათ ყურამდეც როგორმე მივიდა,დაახლოებით 15 ახალგაზრდა შეიკრიბა.

ჯონგინს ხომ მხოლოდ მისასთან და ბექიონთან უნდოდა...ჯანდაბა!

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 22, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სასტუმროს ანგელოზიWhere stories live. Discover now