გაზაფხული იდგა, აყვავებული ატმების სილამაზე ამშვენებდა ნესტიან ჰაერს.
დიდი მთვარე სადღაც შორს მოსჩანდა. ჩამავალი მზე ათბობდა გაყინული ქალაქის გულს. მივაბიჯებდი ქუჩებზე ისე როგორც ყოველ საღამოს, მაგრამ მაინც სხვანაირად. ეს რაღაც განსხვავებული დრო იყო.ხიდზე გადავედი გავჩერდი შევხედე ჩემს თითქოს და მონატრებულ ქალაქს.
თანდათან დაბინდდა.
შევხედე ცას და მივხვდი, რომ სახლისკენ უნდა წავსულიყავი. უკვე გვიანი იყო. ცისფერი მთვარე გზას მინათებდა.ვფიქრობდი, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ მაინც რა მშვენიერია ცხოვრება. ცხოვრება რომელშიც თითქმის არაფერი გაქვს, მაგრამ ერთ დღესაც იპოვნი იმას რაც შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება.
მე კი ის დავკარგე. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ეგოისტობას ვერაფერს ვუხერხებ. დავკარგე იმიტომ, რომ არ მითქვამს ის რისი თქმაც მაშინ ისე ძალიან მსურდა, როგორც არავის არაფერი უსურვია.
საშინლად მომენატრა, ისე საშინლად რომ მგონია გული ერთ დღესაც ვეღარ მოითმენს, გასკდება და აღმოხდება ტკივილის უსაშველო ხმა, რომელიც გარშემო ყველას და ყველაფერს წაართმევს სმენას.
მაშინ მეც ამას ვგრძნობდი. დაუსაბამო ტკივილი მღრღნიდა შიგნიდან.
ისე არაფრის აღარ მჯერა, როგორც მაშინ იმის, რომ ძალიან მინდოდა იმ სიტყვების წარმოთქმა, რომელიც მაშინ ჩემი გულის სიღრმეში დაიმარხა.დილას გამეღვიძა. აღარაფერი მახსოვდა გუშინდელი დღიდან.
არც დიდი მთვარე, არც ნესტიანი ჰაერი და არც პატარა ხიდი, სადაც ერთ დროს, როგორც დაიწყო ისე დამთავრდა ყველაფერი.ყოველდღე ვუყურებ მისი საოცარი სილამაზით დამშვენებულ ფოტოებს. ვინ მოთვლის რამდენჯერ ჩამძინებია ფოტოებით ხელში.
ვფიქრობ რას აკეთებს, როგორაა. პასუხი არსად არ მოიძებნება. ერთადერთი გზაა მივიდე მის სახლთან და კიდევ ერთხელ ვნახო.
როგორ შემეძლო მის გარეშე ცხოვრება. რა სულელი ვარ. სამი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ მდომებია მისი სახლის კართან მივსულიყავი.
YOU ARE READING
Peach Flowers/ატმის ყვავილები(taekook)
Romanceეჭვიანობა ანგრევს ყველაფერს, მაგრამ დუმილი ყველაზე უარსია! ხიდი, ატმის ყვავილები და ორი სული, რომელიც სამუდამოდ ერთ მთლიანობად იქცა... ❣︎oneshot ❣︎taekook