❤️1❤️

248 19 9
                                    

-"მოვიგე!"-დაიყვირა ჯონგუკმა და ჭადრაკის ფიგურა გადაადგილა.
-"ოხ!"-ჯიმინმა დაფა მაგიდიდან მოისროლა.
ჯონგუკმა გაიცინა.
-"ჭადრაკში რატომ ვერასდროს ვიგებ?"-ჯიმინი გაცეცხლდა.
-"ალბათ მეტი უნდა ივარჯიშო!"-ჯონგუკმა ჯიმინს მხარზე ხელი დაარტყა.
-"არ მჭირდება შენი ს*რული რჩევები!"-ჯიმინმა გაიცინა და ქურთუკი აიღო.
-"უკვე მიდიხარ?"-ჯონგუკმა გაიკვირვა.
-"კიი,უნდა წავიდე.დედაჩემი ინერვიულებს"-ჯიმინმა უპასუხა.
ჯონგუკმა საათს შეხედა.უკვე ღამის 11 იყო.გარეთ ბნელოდა.ხალხის სახლებიდან სინათლე გამოდიოდა.

-"კარგად ჯონგუკ!"-ჯიმინი კარებში გაჩერდა.
-"კარგად!"-ჯონგუკმა გააცილა და კარები დახურა.

-"ჯონგუკ, საყვარელო მოდი,ვახშამი მზადაა!"-ჯონგუკს დედამ დაუყვირა.
-"კარგი,დეე!"-ჯონგუკმა უპასუხა და მაგიდისკენ წავიდა.
-"ჯონგუკ,უნდა ვისაუბროთ!"-ჯონგუკის მამა სავარძლიდან ადგა.
-"რამე მოხდა?"-ჯონგუკი შეშინდა.
-"კი კარგადაა, უბრალოდ შენი ერთ-ერთი კლასელი გაუჩინარდა"-ჯონგუკის ძმა იუნგი ოთახიდან გამოვიდა და ჯონგუკს უთხრა.
-"შენთვის არ მიკითხავს!"-ჯონგუკმა იუნგის შეუბღვირა.
-"ჩემს ტრ*კს აკოცე!"-იუნგიმ თქვა და ჯონგუკს შუა თითი უჩვენა.
-"იუნგი!!"-დედამ დაუყვირა.
-"ჰე, მითხარით ახლა რა მოხდა!"-ჯონგუკი ვეღარ ითმენდა.
-"მოკლედ,შენი ერთ-ერთი კლასელი,ჰოსოკი გაუჩინარდა.ორი დღეა ის არავის უნახავს.შემთხვევით შენ და ჯიმინიხომ არ ხართ ამ საქმეში  გარეული?"-ჯონგუკს შეეკითხნენ.
-"მე?!თქვენ გაგიჟდით?"-ჯონგუკი გაოცდა.
-"ჯიმინი ურევია მაგ საქმეში!"-იუნგიმ დაიყვირა და თითი ასწია.
-"იუნგი,მოკეტე!!"-ჯონგუკი წამოხტა.
-"ვაიმე,გაბლაზდა ბიწი!"-იუნგიმ დასცინა.
-"იუნგი! საკმარისია!"-დედამ დაიყვირა.
-"ანუ ჯიმინი ურევია მაგ საქმეში?"-მამა გაოცდა.
-"არა მამა!ჯიმინი კარგი ბიჭია"-ჯონგუკმა თქვა და გაიცინა.

ჯიმინი და ჯონგუკი პატარაობიდანვე მეგობრები არიან.ერთმანეთისთვის თავსაც გასწირავენ.ყოველთვის ერთად იყვნენ.ნუუ..ერთხელ აკოცეს კიდეც....ღამით აივანზე...

××××××××××

ჯიმინი გარეთ მშვიდად მიაბიჯებს,თან იქით-აქეთ იყურება.
გარეთ ბნელა.ცივი ზამთრის სუსხი ჯიმინს ძვლებში აჭერდა.
მიაბიჯებს ჯიმინი.ზურგზე ჩანთა აქვს მოკიდებული.ჩანთაში ჯონგუკის ნაჩუქარი კომიქსები და ტკბილეული ულაგია.
უცბად სიჩუმე მანქანის ხმამ დაარღვია.ჯიმინმა უკან გაიხედა და დაინახა მისკენ მომავალი მანქანა.

  ჯიმინმა დაიყვირა......
მანქანა გაჩერდა.მანქანის წინა ფარებიდან გამოსული სინათლე ჯიმინს ანათებდა.მანქანიდან მაღალი კაცი გადმოვიდა.
-"ჰეი!"-კაცმა ჯიმინს დაუყვირა.
    ჯიმინმა თავი ასწია.მის წინ მაღალი, სიმპათიური მამაკაცი იდგა,რომელიც იღიმოდა.
-"სახლამდე მიგაცილებთ!"-კაცმა ჯიმინს ხელი გაუწოდა.
-"არა, გმადლობთ,აქვე ვცხოვრობ!"-ჯიმინმა უხერხულად გაიღიმა.
მანქანიდან ვიღაც ნიღბიანი ადამიანები გადმოვიდნენ და ჯიმინისკენ წავიდნენ.
-"იცით,მე.."-ჯიმინმა ლაპარაკი დაიწყო,მაგრამ.....
ჯიმინს თავში რაღაც ჩაარტყეს.
ჯიმინმა გონება დაკარგა.

მოღალატე/BackstabbetWhere stories live. Discover now