❤️2❤️

126 15 22
                                    

  ჯიმინი გონს მოვიდა.თავი ასწია.
ის ბნელ ოთახში მარტო იჯდა.ადგომა უნდოდა, მაგრამ სკამზე იყო მიბმული.
-"არის აქ ვინმე?"-ჯიმინმა დაიყვირა.
ოთახში სიჩუმე იყო.
ოთახის კარი გაიღო.შემოვიდა ის მამაკაცი,რომელმაც წინა ღამეს ჯიმინი გაიტაცა.
-"ჩემგან რა გინდა,ნაბ*ჭვარო?"-ჯიმინმა შეიგინა.
-"მოკეტე,ს*რო!"-მამაკაცმა გაიცინა.
-"გამათავისუფლე!"-ჯიმინმა უთხრა.
-"ჯერ შენთან ერთი საქმე მაქვს!"-მამაკაცი ჯიმინს მიუახლოვდა და ყურში უსისინებს.
-"რა გინდა?"-ჯიმინმა თვალები გადაატრიალა.
-"შენი საუკეთესო მეგობარი, ჯონგუკი გახსოვს?"-მამაკაცმა ეშმაკურად თქვა და იქვე მდგომ პატარა მაგიდაზე ჯონგუკის ფოტო დადო.
-"ჯონგუკისგან რა გინდა?"-ჯიმინმა შეუბღვირა.
-"მინდა, რომ იქ წაიყვანო!"-მამაკაცმა ცაზე ანიშნა.
   ჯიმინი ვერაფერს მიხვდა.
-"მინდა, რომ მოკლა!"-მამაკაცმა იყვირა.
-"რა?ვერა.ამას ვერ გავაკეთებ!"-ჯიმინი შეწუხდა.
-"გააკეთებ!თან პრიზს მიიღებ!"-მამაკაცმა ჯიბიდან დიდი რაოდენობით თანხა ამოიღო.
   ჯიმინს თვალები გაუფართოვდა.
-"თანახმა ხარ?"-მამაკაცს ეშმაკურად გაეღიმა.
-"არა! არასოდეს!"-ჯიმინი მტკიცე უარზე იყო.
-"ახლა რას იტყვი?"-მამაკაცმა ფული დაუმატა.
-"არა!ჯონგუკს ვერ მოვკლავ!"-ჯიმინმა თავი გააქნია.
   მამაკაცს სახეზე ღიმილი შეაშრა.ფული ძირს დააგდო და ჯიმინს მუცელში ჩაარტყა.ჯიმინი ტკივილისგან მოიკუნტა.
-"ახლა?"-მამაკაცმა კოსტიუმი გაისწორა.
-"არა!"-ჯიმინი ტიროდა.
-"პატარა ყლ*ო! მოთმინების ფიალა ამევსო!"-მამაკაცი ყვირილზე გადავიდა.
-"ვერა!ჯონგუკს ვერ ვუღალატებ!"-ჯიმინს თვალებიდან ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები.
-"სამაგიეროდ,ის გიღალატებს!"-მამაკაცი გიჟივით ყვიროდა.
-"როგორ?ეს-ეს შეუძლებელია!"-ჯიმინმა ტირილი შეწყვიტა.
-"მოკალი ჯონგუკი,თორემ შენც და შენს ოჯახს ამოგხოცავთ!"-მამაკაცი მუქარაზე გადავიდა.
-"არა!ჩემი ოჯახი მიყვარს!"-ჯიმინი ყვიროდა.
-"თუ გიყვარს,მათ გადასარჩენად იბრძოლე!"-მამაკაცმა გაიღიმა.
  ჯიმინი ტიროდა.გამოუვალ მდგომარეობაში იყო.ოჯახის გადასარჩენად მისი საუკეთესო მეგობარი უნდა მოეკლა.
-"თანახმა ხარ?"-მამაკაცმა თქვა.
-"კი!"-ჯიმინი ტიროდა.
   -"ძალიან კარგი!"-მამაკაცმა დაბმული ჯიმინი გაათავისუფლა.
-"როგორ მოვკლა?"-ჯიმინმა იკითხა.
-"აი,ამით!"-მამაკაცმა საწამლავის პატარა შეკვრა ჩაუდო ხელში.
  ჯიმინმა საწამლავს დახედა, ცრემლები მოიწმინდა და თავი დააქნია.

××××××××××

-"ჯონგუკ, ძვირფასო!ადექი,გვიანია!"-დედა ჯონგუკს ეუბნება.
ჯონგუკი დგება.აჩეჩილი თმები აქვს და თვალებს იფშვნეტს.
-"სადაა ჩემი ჩუსტები?"-ჯონგუკი ყვიროდა.
-"იუნგის აცვია!"-დედამ უპასუხა.
-"ოხხ,რაა ეგ ს*რი!"-ჯონგუკმა შეიგინა და ფეხშიშველი კიბეზე ჩამოვიდა.
-"გამარჯობა,შტერო!"-იუნგიმ ჯონგუკს თავში წამოარტყა.
-"იუნგიიი!"-ჯონგუკი იუნგის ეცა და წიხლებს ურტყამდა.
-"ბიჭებო! იუნგი! ჯონგუკ!"-დედა ყვიროდა.
-"დამიბრუნოს ჩუსტები!"-ჯონგუკი ყვიროდა და იუნგის წიხლი დაარტყა.
-"მოკეტე!"-იუნგიმ დაიყვირა და ჯონგუკს თმით ითრევდა.
-"დედაააა!მიშველეეე!"-ჯონგუკი ტიროდა.
-"იუნგი!გაუშვი ჩქარა!"-დედამ მკაცრად უთხრა.
-"მოკლედ,ამათმა რომ არ იჩხუბონ,ისე არ გავა დღე!"-მამა ბუზღუნებდა.
  იუნგი ჯონგუკს შეეშვა.
-"დედა,უთხარი ჩუსტები მომცეს!"-ჯონგუკი ტიროდა.
-"რაიყო შე ქალაჩუნა!რა გატირებს?აჰა,ნაბ*ჭვარო!"-იუნგიმ ჩუსტები ესროლა.
ჯონგუკი გაჩუმდა და ჩუსტები ჩაიცვა.
-"იუნგი,რა საქციელია!"-დედა გაბრაზდა.
-"აბა,რა ვქნა?"-იუნგიმ მაცივარი გამოაღო და რძე დალია.
-"შენს პატარა ძმას კარგად უნდა მოექცე!"-მამამ თქვა.
   ჯონგუკი მაგიდას მიუჯდა და ტოსტის ჭამა დაიწყო,თან იუნგის ენა გამოუყო.იუნგიმ დაინახა და შუა თითი უჩვენა.
-"კარებზე კაკუნია!"-მამამ დაიყვირა.
-"მიდი გააღე!"-იუნგიმ ჯონგუკს შეხედა.
-"მე რატო უნდა გავაღო?დადექი და გააღე!"-ჯონგუკმა ჭამა გააგრძელა.
-"მე გავაღებ!"-დედა გაბრაზდა.
    დედამ კარები გააღო.
-"ჯიმინ?!მობრძანდი!"-დედამ ჯიმინს თბილად უთხრა.
-"გმადლობთ!"-ჯიმინმა ზრდილობიანად დაუკრა თავი.
  -"ჯიმინი მოვიდა!"-ჯონგუკს გაუხარდა.
-"ხო,მოვედი!"-თქვა ჯიმინმა და ეშმაკურად ჩაიცინა.

მოღალატე/BackstabbetWhere stories live. Discover now