04

31 9 1
                                    

აჰა. ესე იგი ჯისონი ჰქვია.

მინჰო სტალკერი არ არის.

რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის იგი სტალკერი.

საერთოდ არ მოანდომა საათები მაგ სახელით ონლაინ პლატფორმებზე პროფილის ძებნას.

ღამის ორ საათზე ლეპტოპის ეკრანს კლავიატურაზე ახეთქებს და საწოლის მეორე მხარეს ისვრის.

თავი ვინ ჰგონია. 

და რატომ არ გააჩნია სოციალური მედია?

არც ერთი მათგანი.

კოფეინის დროა. მისი ოთახიდან სამზარეულომდე დიდი მანძილი არ არის. (ეგეც ეზარება, არ მოტყუვდეთ.) წყალს ადგამს.

მათი ბოლო საუბარი ძალიან უაზროდ დამთავრდა. იმის მერე, რაც მინჰომ თავის ყოფილზე სულ რაღაც ერთი წინადადება თქვა და მერე მთელი სიგარეტის შეკვრა ერთ დაწყებაზე ჩაცალა, ჯისონმა უთხრა, რომ აღარ ჩაეკითხებოდა. მისი აზრით, ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაა, რომ ჩაეკითხოს. უცხობს პირადზე არ ელაპარაკება. (ეგ კი არა, ჩანგბინმაც ვერ ათქმევინა ვერფერი, უცნობთან საერთოდ არ აპირებს-) აი მაგის ემრე გაჩუმდნენ. ჯისონი წინ მიაჩერდა რაღაცას და ცოტა ხანში თქვა, რომ სციოდა. მერე ბარში შებრუნდა, ხუთი წუთით ფელიქსს ელაპარაკებოდა და წავიდა.

მინჰო ამასაც რა თქმა უნდა, არ გაჰყოლია. რომც გაჰყოლოდა, ისევ გაჭედავდა და დაავიწყდებოდა რისი თქმა უნდოდა.

ჯისონიც, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ძალიან გაფანტულია. ეიდიეიჩდი? შესაძლბელია. ნორმალურ ადამიანს თოვლისთვის თვალებში ყურება საათობით არ შეუძლია.

ჩაიდანი წივის.

ყავის ქილაში კი ყავა არ არის.

ქილას თაროზე ანარცხებს.

ახლა გაახსენდა, რომ ჩანგბინთან ლაპარაკის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ მიცემია.

იქნებ დროა, ჯისონზე ფიქრი ცოტა ხნით მიაგდოს და უფრო ახლობლებს მიხედოს. თრევა თრევით მიდის ტელეფონამდე. ზარები კიდევ არ არის. მშვენივრად იცის, თავი როგორ მოანატროს ადამიანს.

ლეწე | LETSEWhere stories live. Discover now