𝑠𝑢𝑛𝑟𝑖𝑠𝑒 𝑠𝑡𝑎𝑡𝑒 𝑜𝑓 𝑚𝑖𝑛𝑑

147 19 53
                                    

ნაადრევი გაზაფხულის სიო, მსუბუქად არხევს დაძველებული ხის რაფაზე, გასაშრობად გადაკიდებულ მაისურს. სისველისგან მისი ფერი უფრო გამუქებულიყო, მაგრამ როდესაც ქარმა მის ქსოვილში შეაღწია გამოშრობასთან ერთად მუქი ფერიც გაუქრო. შემდეგში ალბათ გაახუნებდა კიდეც...

ტყემლის აყვავილებულ ხეზე ჩიტები ჩამომსხდარიყვნენ და ერთმანეთს ზამთრის მიგრაციაში გადახდენილ ამბებზე ესაუბრებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ისევ ხის ძველ საწოლში მწოლიარე ბიჭს ასე ეგონა, რადგან დილიდან არ ასვენებდა მათი ჭიკჭიკი. საბედნიეროდ, ეს არ აწუხებდა და გაბადრული სახე ბალიშში მეტად ჩაეფლო. გუშინ დაბანილი ქერა თმა, რომელიც დარბილებულიყო ხელებში მოიქცია და ნასიამოვნებმა გაიზმორა. თვალები ფრთხილად გაახილა და ფანჯრის მხარეს გადაბრუნდა გვერდულად, რადგან დილის ხედისთვის ეცქირა.

დიდი დრო არ იყო გასული, რაც ხედით ტკბებოდა, როდესაც საძინებლის კარი მაიკო ბებომ შემოუღო და ღიმილიანი სახით უთხრა:

-უკვე შუადღეა, სადილი მოვამზადე. იმედია ამასაც არ გამოტოვებ. - ნიშნის მოგებით დაამატა, რადგან მისი ერთადერთი შვილიშვილი მოფხიზლებული დახვდა. -ბაბუაშენი გიჟს ჰგავს, ძველად ამ დროს უკვე ყანიდან ვბრუნდებოდიო.

-ბაბუუუ, ყოველ დღე ერთი და იმავეს თქმა აღარ მოგბეზრდა? თუ ასაკმა შემოგიტია და გავიწყდება? -ბიჭმა იცოდა რომ ბაბუა იქვე იჯდა და საუბარს ისმენდა, ამიტომ ტონს აუწია და პირდაპირ ბაბუის გასაგონად ყვიროდა.

-კარგი, კარგი გეყოფათ. გამოდი უკვე შენც. -ამათი კინკლაობისგან დაღლილი მაიკო ბებო ოხრავს და ბიჭს ელოდება კარებში.

-მოვდივარ მშვენიერო ქალბატონო. -ფეხზე წამოხტა, ბებიასთან მიირბინა და ლოყები დაუკოცნა. მაიკოც წელზე მოეხვია და ბიჭს მხარზე თავი დაადო.

-ოხხ, გვიკადრა ბატონმა ონისემ. -ბატონმა ამირანმაც ომახიანად გასძახა ონისეს და წაკითხული გაზეთი გვერდით გადადო. -რა იყო ბიჭო? აღარ გცხვენია? -სათვალეები შუბლზე აიწია და გააგრძელა. - გამოთვრები მეგობრებთან,  მერე მოეთრევი, მთელი დღე გძინავს და არაფერს აკეთებ.

𝑝𝑖𝑛𝑘 𝑠𝑘𝑦, 𝑝𝑒𝑟𝑓𝑒𝑐𝑡 𝑑𝑎𝑦𝑠Where stories live. Discover now