ყველაფერი უბრალოდ იმ მარტივი დღიდან დაიწყო,როცა მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ სხვა სკოლაში გადავედი.
ჩემი ახვარი კლასელები ბევრს მარწმუნებდნენ,რომ არ გადავსულიყავი მაგრამ საზაფხულო არდადეგები დაიწყო,თუ არა, ეგრევე გამოვატანინე დედას ჩემი საბუთები სკოლიდან და პირველი საჯაროდან მეორეში გადავინაცვლე.
ჩემი კლასელები ალბათ უფრო იმიტომ ვერ მელეოდნენ,რადგან სამეგობრო წრეში შესანიშნავი ვიყავი,ისევე როგორც სასწავლო პროგრამაში.
თუმცა რასაკვირველია, სკოლაში სადაც მათემატიკის მასწავლებელი აგითვალწუნებს გაჩერება შეუძლებელია.მათემატიკის მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ და მაგალითების ამოხსნა ხშირად მეზარებოდა ხოლმე, მაგრამ მოუმზადებელი არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად ამისა ის ბრუციანი კლოუნი, დაბალი შეფასებით მაფასებდა.
რადგან მასთან არ დავდიოდი მოსამზადებლად.
ყველაფერი სისულელეა.
როცა დავდიოდი მშვენიერ ნიშნებს მიწერდა.
ყველაფერი იქით რომ გადავდოთ,მეცხრე კლასი მაინც დავხურე სრულად თანაბარი ნიშნით ყველა საგანში, წარმატებით.ასე მოუხდება იმ კლოუნების თავშესაფარს.
მეორე საჯარო სკოლა ჩემგან საკმაოდ შორსაა,ამიტომ ავტობუსით მიწევს სიარული და თანხის გადახდა,რაც მიშლის ნერვებს. თანხის გაცემის გამო ვეღარ ავაგროვე ფული.
მოკლედ, ზაფხულის ცხელი დღეები დახრუკულმა გავატარე.
ჩემმა იდიოტმა დეიდაშვილმა ქოქოსის ზეთი შემადღლიზა ტანზე და ზღვის სანაპიროზე,კენჭებზე მწოლიარემ 10 წუთი გავატარე,პირ აღმა. თავი ღუმელში შედებული ქათამი მეგონა.
იმის შემდეგ თითქმის 1 კვირა კიბორჩხალასავით დავდიოდი.შემდეგ ჩემმა მეგობარმა, თეჰიონმა,მის ძირძველ სოფელში წამიყვანა.
სადაც ბებიამისმა ხიდან ხეზე მატარა და კალათებში სხვადასხვა ხილები მაყრევინა.