part 1

120 7 2
                                    

ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა მინდა რომ ცალი თვალით შემოგახედოთ ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში და გაიგოთ თუ რამდენად სუსტი რამდენად შეშლილი რამდენად ტრაგიკული ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
მე ნიკოლი ვარ 17 წლის დავიბადე საფრანგეთში კერძოდ პარიზში სიყვარულის ქალაქში, ბევრისთვის საოცნებო ადგილას სადაც გავატარე ''ბედნიერი'' ბავშვობა. დედაჩემი კორეელია მამა ფრანგი დედას და მამას კარგი ურთიერთობა თითქმის არასდროს ჰქონიათ გამუდმებით ჩხუბობდნენ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო.
მამა ბიზნესმენია დედა... დედა კი უბრალოდ ქალი რომელმაც მიმატოვა ჩემს დაბადების დღეზე დიახ როდესაც 7 წლის ვიყავი ისინი დაშორდნენ მე მამასთან დავრჩი დედა კი კორეაში წავიდა ისე რომ უკან არც  კი მოუხედავს მას შემდეგ არც მინახავს. დედას წასვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა რათქმაუნდა ყველა ბავშვს სჭირდება დედა მე კი ფაქტიურად მის გარეშე გავიზარდე ჰო, ეს რთული იყო. მამაჩემი ცდილობდა არ მეგრძნო უდედობა  მაგრამ რაც წლები გადიოდა უფრო და უფრო იშვიათად ვხედავდი სახლში.
აქვე ჩემს ფოტოს გაჩვენებთ წარმოდგენა რომ შეგექმნათ ჩემზე

მეგობრები არ მყავს ყოველთვის მარტო ვარ სკოლა ნამდვილი კატასტროფაა, როცა უყურებ რომ მხოლოდ შენ ხარ გარიყული მხოლოდ შენ ხარ ცალკეშენს გვერდით ჯდომა არავის უნდა თითქოს იკბინები

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მეგობრები არ მყავს ყოველთვის მარტო ვარ სკოლა ნამდვილი კატასტროფაა, როცა უყურებ რომ მხოლოდ შენ ხარ გარიყული მხოლოდ შენ ხარ ცალკე
შენს გვერდით ჯდომა არავის უნდა თითქოს იკბინები. მთელი ბავშვობა ბულინგის მსხვერპლი ვიყავი კლასელებთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია აქედან დაიწყო ყველაფერი.
მზიანი დილაა, დღეს შაბათია გვიან ავდგები არსად მეჩქარება.
დაძინებას ვცდილობდი როცა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა
-შემოდით
-ქალბატონო ნიკოლ გთხოვთ მოემზადოთ მამათქვენი გელოდებათ ქვემოთ.
-ის სახლშია ? ახლავე მოვდივარ.
უცებ ავდექი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი მისაღებში მამა დამხვდა მის გვერდით დავჯექი.
-მამა რამე მოხდა? როგორ არის რომ სახლში ხარ? *ჩავიცინე*
-ნიკოლ რაღაცაზე მინდა შენთან საუბარი ვიცი არ მოგეწონება მაგრამ დედაშენს უნდა რომ მასთან გადახვიდე საცხოვრებლად.
-მეღადავები?
-ნიკოლ, ის დედაშენია გინდა ეს შენ თუ არა..ის გათხოვდა როგორც გავიგე შვილიან კაცზე და ის გამოსწორებას ცდილობს.
-ჰაჰ გამოსწორებას ცდილობს? ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ ვუნახივარ ერთხელაც არ უკითხავს რამე თუ მჭირდებოდა ერთხელაც კი არ სდომებია ჩემი ნახვა და ახლა როცა როგორც იქნა ნორმალურ ცხოვრებას ვიწყებ შენ მეუბნები რომ კორეაში უნდა გადავიდე საცხოვრებლად და უცხო კაცთან ერთად ვიცხოვრო? ალბათ ხუმრობ.
-საყვარელო ვიცი რომ ბევრი რამ გადაიტანე ჩვენი ჩხუბის ყურება გიწევდა და ძალიან დაიტანჯე მაგრამ მიეცი მას ერთი შანსი ის ხომ დედაშენია ხომ იცი რომ მე შენ სათანადო ყურადღებას ვერ გითმობ.. უმჯობესია დედასთან გადახვიდე.
-ჩემი თავიდან მოშორება გინდა? კარგი წავალ*ირონიულად გავიღიმე* ფეხზე წამოვდექი და ჩემი ოთხისკენ წავედი მამამ არაფერი თქვა დაუჯერებელია მამაჩემსაც კი აღარ უნდა ჩემთან ერთად ცხოვრება თუმცა ჩემთვის გასაკვირი არ არის ბოლოს და ბოლოს საკუთარმა დედამ მიმატოვა და ახლა მამამაჩემიც იგივეს მიკეთებს რას ვიზამ ბარგს ჩავალაგებ და დედიკოსთან გადავალ.
ჩემოდანი გამოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. ყველაფერი ჩავალაგე ჩემოდნები კარებთან დავაწყვე და საწოლზე ჩამოვჯექი ეს ყველაფერი.. აქაურობა ძალიან მომენატრება თვალები ამიცრემლიანდა მაგრამ არა არ ვიტირებ სადაც არ ვჭირდები იქ არც მე მჭირდება არავინ. ქვემოთ ჩავედი მოსამსახურეებმა ბარგი ჩამოიტანეს და მანქანაში ჩააწყვეს მეც ჩავჯექი მამას არც კი დავემშვიდობე ყურსასმენები გავიკეთე და ფანჯრიდან დავიწყე გარეთ ყურება ცრემლებმა გზა მაინც გაიკვლიეს თუმცა მალევე უხეშად მოვიშორე.მალევე მივედით აეროპორტში შემოწმება გავიარე და თვითმფრინავში ავედი. დავტოვე საფრანგეთი ჩემი საფრანგეთი ჩემი მშობლიური ქვეყანა ჩემი მოგონებები ყველაფერი დავტოვე და წავედი. ხანგრძლივი ფრენის შემდეგ როგორც იქნა ჩავედი აეროპორტში არავინ დამხვდა რათქმაუნდა დედაჩემისგან არც ველოდი ამას იქვე სკამზე დავჯექი და ხალხის დათვალიერება დავიწყე რა უნდა ვქნა რომ არ მოვიდეს ისევ უპასუხისმგებლოდ რომ მოიქცეს მამასთან აღარ დავბრუნდები, ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა დედას ყვირილი გავიგე ჩემს სახელს ყვიროდა და გახარებული მორბოდა ჩემსკენ თვალები გადავატრიალე და ფეხზე წამოვდექი რომ მომიახლოვდა გაჩერდა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ ალბათ შეეშინდა რომ იგივეთი არ ვუპასუხებდი თუ ჩამეხუტებოდა და რათქმაუნდა ასეც იყო. ის ჩამეხუტა მე კი არა.
-ნიკოლ საყვარელო როგორ გაზრდილხარ ვეღარც კი გიცანი *მიღიმოდა*
- ჰო რათქმაუნდა ვერ მიცნობდი დედა შენ ხომ ამდენი წელია არ გინახივარ *ირონიულად გავიღიმე*
- როგორი უხეში გამხდარხარ..
-ხო დედის მიტოვებამ იცის ასეთი რამეები
- როგორც ვხედავ გაბრაზებული ხარ მაგრამ.. კარგი წამოდი სახლში წავიდეთ.
-გაბრაზებული? ალბათ ხუმრობ გაბრაზებული კი არა მეზიზღებით ორივე გული მერევა თქვენზე.
ცოტახანს თვალებში მიყურებდა მის თვალებში სინანულს ვხედავდი მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო
შემდეგ ჩემი ჩემოდნები აიღო და წავედით.
კორეა მართლაც ლამაზი ქვეყანაა აქაურობა უკვე ძალიან მომწონს ქუჩები საერთოდ არ ჰგავს საფრანგეთს.
როგორც იქნა სახლში მივედით კარი რომ შევაღე მამაკაცის სილუეტი შემეჩეხა მაშინვე.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება ნიკოლ მე მარკი ვარ... ოი რა სულელი ვარ სულ დამავიწყდა შენ ხომ კორეული არ იცი
-მადლობა
- როგორც ვხედავ გცოდნია კორეული და თან აგრესიულიც ყოფილხარ მაგრამ არაუშავს ყველაფერი დროის საკითხია  წამოდი შევიდეთ შენს ძმას გაგაცნობ.
რაო? ძმაო? რა სისულელეს ლაპარაკობს .
სახლში შევედი და იქ ისეთი სიმპათიური ბიჭი დამხვდა შემიძლია ვთქვა რომ ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი სიმპათიური ბიჭი.
-იუნგი იქნებ მიესალმო ჩვენს ახალ ოჯახის წევრს .მარკმა გაბრაზებით შეხედა ბიჭს
-სასიამოვნოა შენი გაცნობა მე გავდივარ კარგად
გვერდი ისე ამიარა ზედაც არ შემომხედა ეს იდიოტი ვგრძნობ კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ გვექნება
-ყურადღება არ მიაქციო შეგუება სჭირდება ისევე როგორც შენ მოდი დაჯექი.
არაფერი ვუპასუხე უბრალოდ ვიდექი და საშინელი უხერხულობის გრძნობა მქონდა სანამ იონჯემ არ ამოიღო ხმა
- ნიკოლ შენი სკოლის საბუთებს გადმოაგზავნიან და 1 კვირაში დაიწყებ სკოლაში სიარულს მანამდე კი შეგიძლია მეგობრები გაიჩინო იუნგის ვეტყვი და ქალაქს დაგათვალიერებინებს
- ძალიან გთხოვ არ გინდა ეს მოჩვენებითი მზრუნველობა მე არაფერი მჭირდება თქვენგან ახლა მხოლოდ დასვენება მინდა მარტოს.
- რათქმაუნდა.. შენი ოთახი ზემოთ არის..მარჯვნივ მეორე ოთახი დაისვენე საყვარელო
იონჯესთვის არაფერი მითქვამს ზემოთ ავედი ოთახში შევედი მოვათვალიერე საკმაოდ კარგი ოთახია საწოლზე დავწექი ცოტახანს სოციალურ ქსელს ვსქროლავდი შემდეგ კი ჩამეძინა.

მოკლედ ეს ჩემი პირველი ფიკია თუ მოგეწონათ დამიწერეთ კომენტარებში❤

ALONEWhere stories live. Discover now