ქუჩაზე მიაბიჯებს გოგონა, 22 წლის, ხელში უჭირავს გუჩის ჩანთა, აცვია გუჩის ფეხსაცმელი, გუჩის კაბა.
გოგონას სადღაც ეჩქარება, გადასასვლელს რომ მიუახლოვდა ვიღაცამ გასძახა:
_მირან, სად მიდიხარ?! შუქნიშანზე წითელიც კი არ ანთებულა.ბიჭი მიუახლოვდა მირანს და ტელეფონი მიაწოდა.
_ჩემო დაბნეულო, გადასასვლელებზე ფრთხილად იყავი!
გოგონამ თავი დაუქნია და ტაქსი გააჩერა. მივიდა დანიშნულების ადგილზე. ლამაზი, საყვარელი კაფე. გოგონა შევიდა და ეგრევე ოფიციანტი შეეგება:
_ უფროსო ტერასაზე გელოდებიან.
როგორც უკვე მიხვდებოდით კაფეს გოგონა ფლობს, ტერასაზე კი კაცმა არ იცის ვინ არის, მირანმა მხოლოდ ის იცის რომ დიდ შეკვეთას ელოდება.
გოგონა ადის კიბეებზე, მრგვალი, ვინტაჟური სტილის კიბეები. ტერასაზე ერთი მოხუცი მამაკაცი იჯდა და იქვე და ორი 40 წლამდე მამაკაცი, ისე გამოიყურებიან მგონი ამ კაცის დაცვა არიან. გოგონა მივიდა დიდი ბოდიშის მოხდით და მოკრძალებით მიუჯდა ბატონს.
მდიდრულ პიჯაკში გამოწყობილი მოხუცი საკმაოდ კეთილი ჩანდა, მირანს მიესალმა და მიუგო:_მე დენიზი მქვია, ალბათ გეტყოდნენ, მნიშვნელოვან საკითზე ვართ მოსულები, მალე ჩამი შვილიშვილიც მოვა და შევუდგეთ დეტალების განხილვას.
_კარგით, მანამდე რამეს ხო არ შეუკვეთავდით?
_მირჩევნია დაველოდოთ. მადლობა.უკვე 15 წუთი ასე სხედან და განიხილავენ ყველაფერს რაზეც დიდები საუბრობენ.
მალე მოტოციკლის ხმა გაისმა...
_ალბათ ის არის. თქვა ბატონმა დენიმ.
მოტოციკლიდან 24 წლის ბიჭი გადმოვიდა. შავი ჩაფხუტი მოიხსნა, გუჩის მზის სათვალეები გაიკეთა და კაფეში შევიდა. ხალხი აკვირდებოდა, ბიჭს რომელსაც ეცვა გუჩის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მოკლედ ყველაფერი გუჩის.მირანი კიბეებისკენ იხედება საიდანაც ნაბიჯების ხმა ისმის. ხედავს ამოდის ბიჭი და სახეზე აშტერდება უყურებს, უყურებს და შეამჩნია რომ მათთან დაჯდა, მოხუც კაცს კი ბაბუა დაუძახა.
ბატონი დენიზი: ეს ჩემი შვილიშვილი კიმ თეჰიონია, თაეს ვეძახით.
მირანი უყურებდა ბიჭს, უყურებდა, თაე არც კი ამჩნევდა, ალბათ მიჩვეულია რომ აშტერდებიან. გოგონამ უყურე, უყურა და ბოლოს ხმა ამოიღო.
_ბოდიშით მაგრამ ეგ სათვალეები სად შეიძინეთ?
YOU ARE READING
გუჩის გოგო
Romanceისტორია გოგონაზე რომელსაც ბიჭის გუჩის სათვალე მოეწონება. ( პირველი ფიკია მკაცრად ნუ გამნსჯით☺️) (დასრულებული)