[ 22 ] the end

3.6K 196 117
                                    

ავტორის Pov.

1 კვირის შემდეგ:

ჯონქუქი: ყველაფერი აქ დაიწყო - კლასის კარები შეაღო და სუზის გზა დაუთმო - პირველად აქ მოგიახლოვდი, შევიგრძენი შენი გამაბრუებელი სურნელი, რომელიც უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. აქ გავსინჯე პირველად შენი ტუჩების ტკბილი გემო, ახლა კი მათ გარეშე აღარ შემიძლია სუნთქვა

სუზი: ამას რატომ მეუბნები - ცოტა დაიბნა ჯეონის მსგავსი საუბარით

ჯონქუქი: იმ დღეს, როცა პირველად გნახე, ვაღიარებ მომეწონე, არა ეს მსუბუქი ნათქვამია, შენით შეპყრობილი გავხდი. შენს თითოეულ გამოხედვას, ქმედებას ჭკუიდან გადავყავდი. ეს კლასი რომ არა, ალბათ არც არაფერი იქნებოდა, ჩვენი ისტორიაში დიდ როლს თამაშობს სკოლის "მეექვსე კლასი".გახსოვს ადრე გეუბნებოდი, რომ ლამაზი ტუჩები გქონდა, სწორედ ეგ ტუჩები იყო, იმის მიზეზი, რომ პირველი კოცნა ჩემთან დაკარგე, ცდუნებას ვერ ვუძლებდი? ვერასდროს ვაკონტროლებდი თავს, როცა შენი საფირმო მზერით მიმზერდი

სუზი: ჯონქუქ ვკვდები და არ ვიცი?

ჯონქუქი: ყველაფერი აქ დაიწყო და ყველაფერი აქ დაგვირგვინდება - ღრმად ჩაისუნთქა - სუზი, ჩემი გულის მფლობელი ხარ, უკვე დიდი ხანია, მხოლოდ შენზე ვფიქრობ, შენზე ფიქრებში ვათენებ და ვაღამებ, ზოგჯერ ჭამაც კი მავიწყდება, მაგრამ ეს დაივიწყე, ახლა სხვა რაღაცის თქმა მინდა - ლოყას ენით მოაწვა შიგნიდან, როგორც სჩვევია ხოლმე - თანახმა ხარ გახდე ჩემი შეყვარებული?

სუზის გულმა წამიერად შეწყვიტა ფეთქვა, სისხმლა კი თითქოსდა ვენებში შეწყვიტა ჩქეფა

ნერვიულობისგან ტუჩებს იკვნეტდა და ჯეონის ნათქვამის გააზრებას ცდილობდა.გონს მოსვლა უჭირდა, მაგრამ თუ ამ სამაყროს არ დაუბრუნდებოდა ვერაფერი ეშველებოდა

სუზი: მე...ჰუჰ...ერთი წუთით ჰაერს ჩავუშვებ ფილტვებამდე - ჩაიცინა და მერხს დაეყრდნო

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 03, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🔞FROM HATE TO LOVE🔞 || ✔️Where stories live. Discover now