(1)

342 20 9
                                    

ჯიჰუ pov:

სამსახურიდან სახლში დაღლილი ვბრუნდებოდი როგორც ყოველთვის გვიანია.

-თქვენი სახელი?!- უეცრად მომესმა კაცის ბოხი მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო და ნაცნობი ხმა. უკან გავბრუნდი. ის გაუნძრევლად იდგა და პირდაპირ მე ჩემს თვალებს უყურებდა.

გამარჯობა, მე კან ჯიჰუ ვარ. 22 წლის სტუდენტი. სეულის საუკეთესო უნივერსიტეტში მეორე კურსზე 94% იან სტიპენდიაზე ვსწავლობ. უნივერსიტეტის შემდეგ სამსახურში მივდივარ. დროებით რესტორანში მიმტანად ვმუშაობ. ყოველთვის გვიან მიწევს შინ დაბრუნება. მშობლები ამის გამო ბევრს ნერვიულობენ მაგრამ რაარი საშიში?სეულის ყოველ კუთხე-კუნჭულში კამერებია დაყენებული. დედმამიშვილები არ მყავს ამიტომ ყოველთვის დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. მარტო ვცხოვრობ და მშობლების ფულს დიდიხანია აღარ ვიღებ. აი ისევ სახლში ვბრუნდები გვიან ღამით. გარეთ აღარავინაა და ისევ მისი ხმა მესმის

-თქვენი სახელი?!- ეს არაერთხელ მომხდარა ამიტომ აღარ მეშინია. ეს კაცი ყოველ დღე ასე იქცევა, სახელს შორიდან მეკითხება და ჩემსკენ ნაბიჯს არ დგამს *პატიოსანი კაცია ალბათ* გავიფიქრებ ხოლმე ჩემთვის. ის უცნაურად... და შემზარავადაც კი მიყურებს ხოლმე მაგრამ მე არ მეშინია. სიმპათიური, საკმაოდ მაღალი აღნაგობისაა. ახალგაზრდა ჩანს. მისი ხმის გაგონებისას ტანში ჟრუანტელი მივლის და მცხელა... ხო კაი ვაღიაროთ ძალიან სექსუალურიცაა...
მისთვის პასუხი არასოდეს გამიცია უბრალოდ სიარულს ვაგრძელებდი ხოლმე ის კი არ მომყვებოდა როგორც ჩვეულებრივი ნაძირლები რომლებსაც მხოლოდ ერთი უნდათ ქალისგან.

-კან ჯიჰუ! მე ჯუჰუ მქვია... თქვენ თავზე რას იტყვით?- პირველად გავეცი ხმა. რაღაცნაირად ჩაიღიმა ერთ ლოყაში და ჩემსკენ დაიძრა. მაის ლამაზ შავ და ღრმა თვალებს რომლებიც არაფერს ამბობდნენ გაშტერებული ვუყურებდი. აქამდე ასეთი სიმპათია და ყურადღება კაცის მიმართ არასოდეს განმიცდია. აი ჩემ წინ დგას.

თქვენი სახელი Where stories live. Discover now