ზურა მოწყენილი, უსაქმოდ იჯდა თავის პატარა ლომბარდში გამოკეტილი,დაბრონილი შუშიდან ქუჩას გასჩერებოდა და კლიენტებს ელოდა. იგი 35 წლის ცოლშვილიანი კაცი იყო,20 წლის წინ ფოთიდან თბილისში ახალგაზრდული იმედებითა და ოცნებებით აღსავსე ჩამოვიდა,მაგრამ მთელი ცხოვრება წვალებისა და ლუკმაპურისათვის ბრძოლის გარდა არაფერი უნახავს, მთელი ახალგაზრდობა დეზერტირების ბაზარში დახლებთან გატაარა , კაპიკ-კაპიკ მოგროვილი ფულით 3 წლის უკან პატარა ლომბარდი გახსნა და მის მერე ყოველდღე დილიდან გვიან ღამემდე პატიმარივით გამოკეტილი ზის ამ დაბრონილი შუშის უკან,ყოველი დღე ერთმანეთს გავს,ყველაფერს ინტერესი აქვს დაკარგული,ცხოვრებამ ახალგაზრდობის დროინდელი იმედების და ოცნებების ღრუბლებიდან ფრთებმოტეხილი ამ ჩაკეტილ და ჩახუთულ ოთახში ჩამოაგდო. მაგრამ ბედის უმადური მაინც არ იყო,რადგანაც ასე თუ ისე ნორმალური შემოსავალი ჰქონდა თავისი საქმიდან და ოჯახს უპრობლემოდ არჩენდა.
ფიქრებში წასულმა შუშის მიღმა თავისი კლიენტი ლელა იცნო,რომელსაც უკვე 3 თვეა მასთან ოქროს სამკაული ჰქონდა დატოვებული, სულ 240 დოლარი ჰქონდა გადასახდელი და ჯერ ერთი კაპიკიც არ გადაეხადა პროცენტი. ლელა 22 წლის იყო,ისიც გრანდიოზული იმედებით ჩამოსული რაიონიდან, 1 წლის წინ ოცნების პრინცს შეხვდა.ბედნიერი ოჯახის შექმნის იმედით ყურებამდე შეყვარებულმა დედის გაფრთხილება დაივიწყა.წინდაუხედაობა გამოიჩინა და ჩააბარა ქალიშვილობა თავის საოცნებო საქმროს,იგი კი ქორწილის დანიშვნას არ ჩქარობდა,ხოლო როდესაც ლელას ფეხმძიმობის ამბავი გაიგო,უკანმოუხედავად მიატოვა. სასოწარკვეთილმა ლელამ მშობლებს ვერ გაუმხილა ეს თავს დატეხილი უბედურება, სახლიდან ჩუმად წამოღებული ოქროულობა დაალომბარდა და იმ ფულით აბორტი გაიკეთა, სწორედ ეს ისტორია გახდა მიზეზი ზურას და ლელას ცხოვრების გზების გადაკვეთისა დაბრონილ შუშასთან. – კიდევ უფულოდ მოხვედი – უკმაყოფილოდ შესძახა ზურამ – ხვალ შენ ოქროებს გავყიდი,შეგიძლია აღარ მოაკითხო, მე მეტს ვეღარ დავიცდი,კლიენტებს ჩემ საკუთარ ფულს კი არ ვსესხულობ,მე კრედიტი ბანკიდან გამომაქვს,მე რომ შენ გაცადო,მე ბანკი არ დამაცდის. – ჩემი სიტუაცია ხომ იცი,ხომ აგიხსენი,სახლში მომკლავენ რომ გამიგონ კიდევ ცოტაც მაცადე და ვიშოვი ფულს – ყველას სიტუაცია აქვს და ყველას უჭირს,დალხენილს რა უნდა ლომბარდში,მე რა ვქნა,ჩვენი საუბარი მორჩა,ხვალიდან მაგ ოქროებზე აღარ მომაკითხო,მაინც გავყიდი, ლელამ მოულოდნელად გაუღიმა: ზური სიხარულო, აბა შემომხედე როგორი გოგო ვარ, როგორ მოგწონვარ. და შუშის წინ თავისი დეკოლტიანი,ლამაზი მკერდი მიატრიალ მოატრიალა,ხელებით ორივე ძუძუ შეათამაშა და თვალი ჩაუკრა. ზურა გაოცებული მიაჩერდა და ხმა ვერ ამოიღო. – შენ ხომ კარგი ბიჭიი ხარ, გინდა სიხარულო შემოვალ შენთან, გასიამოვნებ და ასი დოლარი მოაკელი ჩემ ვალს. ზურა დაბნეული იჯდა,ვერ გაეგო ან რა ეფიქრა ან რა ეთქვა. – რას უყურებ გამიღებ კარებს, მე მაინც დასაკარგი არაფერი მაქვს,არც