ხშირად, მოგონებები იმაზე დიდ როლს თამაშობენ,ჩვენს ჩამოყალიბებაში ვიდრე, ჩვენ წარმოგვიდგენია.

ერთდროულად - მწარე და ტკბილი, სახალისო და დამთრგუნველი, მწუხარებით სავსე და ბედნიერებით გაჟღენთილი - ეს მოგონებებია.

„ მოდი ერთად შევქმნათ მოგონებები“ - ამ ფრაზით დაიწყო ჩვენი დაუვიწყარი ზაფხული.

     

                                          

-      მარლა, გაიღვიძე! სადაცაა მამაშენი მოვა სამსახურიდან, ჩხუბი არ აგცდება,  შუადღის ორ საათამდე ვის გაუგია ძილი.

-      ხუთი წუთიც და ავდგები.

-      შენი ხუთი წუთი ვიცი რას ნიშნავს. სწრაფად, სწრაფად.

ელვის სისწრაფით, გადამხადა ზეწარი დედამ.

სხვა რა გზა იყო, საწოლიდან ისე წამოვხტი, ყველაფერმა ტრიალი დაიწყო.

არ მეგულება არავინ, ვისაც ჩემზე მეტად უყვარს ძილი.შემიძლია მთელი დღის მანძილზე, ისე მეძინოს რომ ვერავინ შეძლოს ჩემი გაღვიძება.

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ძილი ასე ძალიან რატომ გიყვარსო. ალბათ, იმიტომ რომ ძილი ერთადერთი საშუალებაა, გაექცე აწმყოს, დამღლელ სიცარიელეს და უბრალოდ ცხოვრებას. როცა სტრესი მაქვს, ან რაიმე ცუდი ხდება ჩემს თავს, ჩვეულებრივზე დიდ ხანს მძინავს. ძილის მეშვეობით, ცოტახნით მაინც გავურბივარ ყოველდღიურ პრობლემებს. შეიძლება სწორი არჩევანი, პრობლემებისთვის თვალის გასწორებაა, მაგრამ მე ყოველთვის გაქცევას, ანუ ძილს ვამჯობინებ.

-      წიგნების ჩაბარებას, როდის აპირებ ? უკვე აღარ ეტევა კარადაში. - გამომაფხიზლა დედაჩემის ხმამ.

აი, ახლა გამახსენდა რომ დღეს 15 ივნისია, რაც იმას ნიშნავს რომ მეათე კლასი დავხურე, და ჰო წიგნებიც ჩასაბარებელია.

როცა პატარა ვიყავი, მინდოდა რომ რაც შეიძლება მალე გავზრდილიყავი და ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ. ვერ ვიტყვი რომ დიდად განსაკუთრებული შეგრძნებაა, მაგრამ ასწორებს.

უცებ ამოვიცვი შორტი, ზემოდან მწვანე ტოპი- მაისური გადავიცვი და სამზარეულოში გავედი.შუადღე იყო, მზე აჭერდა და როგორც ყველგან გაგანია ზაფხულის მწველი ჰაერი გულს მიწურავდა.ჩვენს სახლში, ამ დროს ყველაზე მეტად სამზარეულოს ოთახია გრილი. როგორც კი სამზარეულოში შევედი,სიგრილემ სასიამოვნოდ დამიარა მთელს ტანში. მაცივარი გამოვაღე, თუმცა ჩემმა წუნია ხასიათმა,ყველა კერძი დაიწუნა. მაგრამ ზაფხულის მთავარი რაინდები,კიტრი და პომიდორი ადგილზე იყო და შიმშილისგან მათ გადამარჩინეს. ეს რათქმაუნდა ხუმრობით.უბრალოდ ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიურ რაციონში ისინი აუცილებლად შედიან.

 ნამდვილად რომ შესანიშნავი საუზმეა.

      როგორც იქნა, გემრიელად ვისაუზმე. შევედი ჩემს ოთახში და გამზადება დავიწყე. ალბათ როგორც ყველასთვის ისე ჩემთვისაც, ჩემი ოთახი ყველაზე ახლო და განსაკუთრებული ადგილია. სადაც ისეთი ხარ, როგორიც ხარ. სადაც განმარტოება შეგიძლია, როცა ცუდად ხარ. ჩემი ოთახი,იმით არის გამორჩეული რომ მთლიანად ერთ ფერშია.რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ეს ფერი ცისფერია, სადღაც ლურჯიც შეერევა.

რატომღაც წლების წინ, ფერებიც იყოფოდა სქესის მიხედვით. მაგალითად: გოგოს ფერი აუცილებლად ვარდისფერი უნდა ყოფილიყო, ხოლო ბიჭის ცისფერი. ასეა თუ ისე, ეს „სტერეოტიპი“ მე დავამსხვრიე როცა ჩემი ოთახის მთავარ ფერად ცისფერი ავირჩიე. ალბათ მკითხავთ  რატომ ცისფერიო, იმიტომ რომ ეს ფერი ჩემთვის, ცასთან და ზღვასთან ასოცირდება. ცა და ზღვა კი თავისუფლებასთან. ოთახში ერთი დიდი სარკე მაქვს. როგორც იქნა, მოვემზადე და ამ სარკეში დავუწყე საკუთარ თავს ყურება.დიდად ფორმებით არ გამოვირჩევი. ვუყურებ ამ სარკეს და იქიდან, საშუალო სიმაღლის, ხუჭუჭა თმით, დიდი ტუჩებით და ბრიალა ყავისფერი თვალებით გამომცქერის გოგონა სახელად მარლა, ანუ მე.

      რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი საკუთარ თავს, მით უფრო არ მომწონდა ის.

         

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 28, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

შენ ჩაგიფიქრე Where stories live. Discover now