Dancing In The Moonlight

67 10 14
                                    

ხშირად,  ჩემი სახელი „ინოლა“ - უცხოური წარმოშობის ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ეს სახელი მამაჩემმა სვანეთში ყოფნისას აღმოაჩინა. იგი უბრალოდ სეირნობდა როდესაც ხეზე წარწერა დაინახა. წინადადების დასაწყისი არ ჩანდა სიძველის გამო, ამიტომ მამაჩემმა მხოლოდ ბოლო სიტყვის, ანუ ჩემი სახელის ამოკითხვა შეძლო.  ასე, რომ აქედან მოყოლებული, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ ამ სახელზე ეფიქრებოდა და როდესაც დავიბადე, ეს სახელი დამარქვა. არ ვიცი დედაჩემს რა რეაქცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, რადგან ის ჩემს მშობიარობას გადაჰყვა. ამის მიუხედავად, არასდროს მიგვრძნია დედის დანაკლისი. რადგან მყავდა მამა, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის. მამაჩემი ირგებდა ყველანაირ როლს ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო დედის, მამის, ძმის თუ უბრალოდ მეგობრის. მამაჩემი ერთადერთი კაცი იყო ის, ვისაც ჩემი სიყვარული ჰქონდა დამსახურებული.

მაგრამ ეს მაშინ შეიცვალა, როდესაც ლაზარეს შევხვდი. ლაზარეს კარგად არ ვიცნობ, პირველად ჩემს დაბადების დღეს ვნახე. ეს ორი წლის წინ იყო და სიმართლე რომ ვთქვა, მას შემდეგ აღარც მინახავს. ესეც ისე გააკეთა, რომ მისი სახე და ტუჩები ამ ორი წლის განმავლობაში არ დამვიწყებია. თუმცა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა მაში,  როცა ის პირველი იყო ვინც ჩემს ბაგეებს გაუსინჯა გემო.

დიახ, მან მემაკოცა!

მაკოცა და თან იცით როგორ?!

წარმოუდგენლად!

ზღაპრულად! 

მე მან ლურჯი მთვარის შუქზე მაკოცა.

დღესაც კარგად მახსოვს მისი ნასიამოვნები სახე მას შემდეგ რაც შემეხო. ჩემი გაკვირვებული სახეც მახსოვს.

ასე რომ პირველი კოცნა ლაზარეს ვაჩუქე, ლურჯი მთვარის შუქზე, სადაც ჩვენი გრძნობები ჰაერში მთვარის სინათლეზე ცეკვავდნენ.

ოჰ, როგორ მინდა ისევ ვიგრძნო მისი ტუჩები ჩემსაზე.

***
და, აი დადგე დღე — 15 აგვისტო, დღე როდესაც ამ სამყაროს მოვევლინე.

Dancing In The Moonlight/ცეკვა მთვარის შუქზეWhere stories live. Discover now