მანქანა დაქოქა თუ არა არ ვიცი ზეინმა რა სისწრაფით იარა თუმცა სახლთან მალევე მივედით.
კიდევ უფრო აცივდა.ამას მანქანაშიც კი ვგრძნობდი,ოდნავ მრცხვენოდა ჩემი საქციელის.
იმის,რომ თავი ვერაფრით შევიკავე."ახლა ხომ კლერი უნდა წაიყვანო სასეირნოდ?"-მეკითხება მოულოდნელად, ფიქრებისგან სწრაფად ვთავისუფლდები მასზე გადამაქვს მთელი ჩემი ყურადღება.
"ჰო?"-ოდნავ გაკვირვებული ვეკითხები.
"ხოდა დაგელოდები,კლერის გაცნობა მინდა.ერთად გავიყვანოთ სადმე."-მხრებს იჩეჩს.
ეს იდეა მომწონს მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
რა თქმა უნდა ის არაფერს იტყვის ლაპარაკი არც იცის ნორმალურად თუმცა მაინც ვყოყმანობ."არ ვიცი.."-ტუჩს ვკბენ.-"იქნებ პარკში წაგვეყვანა?ოდნავ მოშორებით რომ ნაცნობმა ვერავინ დაგვინახოს."-ვთავაზობ რაზეც მთანხმდება.
მანქანიდან სწრაფად გადმოვდივარ, სახლში შევრბივარ და ბავშვი ისე გამომყავს,მაიას არც კი ველაპარაკები მხოლოდ მოსაცმელს ვაცმევ,რომ თბილად იყოს.
"პატარა ახლა ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო."-ღიმილით ვეუბნები და მანქანის კარებს ვაღებ.
ზეინის რეაქცია იმაზე უკეთესია ვიდრე ველოდი,ჩემს დაიკოს დიდი სიყვარულით უყურებს და ისე იღიმის ქათქათა კბილები მოუჩანს.
"გამარჯობა პატარავ."-პატარა ცხვირზე თითს ნაზად ადებს და სწრაფად იღებს.
კლერი იღიმის რაც იშვიათობაა."ზოგადად ყოველთვის ტირის როდესაც ვინმე უცხოს ხედავს."-სასიამოვნოდ გაკვირვებული ვამბობ.
"ბიძია ზეინი ყველას მოსწონს,"-თავს იქებს.-"ასე არაა?"-და ისევ კლერს უყურებს.
კლერი მას უღიმის და ხელს უშვერს, ზეინიც მის ხელს იჭერს და მტევანზე კოცნის.-"რა ტკბილი ხარ."-ეუბნება და იღიმის.-"შენი დაიკოსავით."-ეშმაკურად მიყურებს ახლა უკვე მე.
თვალებს ვატრიალებ.
![](https://img.wattpad.com/cover/251753086-288-k299478.jpg)
ESTÁS LEYENDO
Three steps above the sky ||Z.M
Novela Juvenil"Everything you see is a part of your imagination, everything you see is a lie" VanillaGirl. Z.M. 2021