🔞

690 30 3
                                    


იეჯი რიუჯინის ხელს ნაზად ეხება, უნდა ლამაზად გამოჩნდნენ ცეკვის ვიდეოში, ამისთვის კი საფუძვლიანი ვარჯიშია საჭირო.

მისი და რიუჯინის საერთო ცეკვის ვიდეო... დიდი ხანი ოცნებობდა ამაზე, თვეების განმავლობაში ცდილობდა კომპანიისგან თანხმობა მიეღო, რომ მისი და რიუჯინის დუეტი შემდგარიყო.

რიუჯინი ისე ლამაზად მოძრაობდა, იეჯის რამდენჯერმე ჩამოუვარდა ყბა, იმდენად მოხიბლულია გოგონას სხეულით და მისი ჰაეროვანი ილეთებით, რომ შიგადაშიგ ცეკვის მოძრაობებიც კი ავიწყდება.

არც მეტი, არც ნაკლები, ცეკვა Bebe rexha-ს 'break my heart myself'-ზე მოუწიათ. გოგონებს გაუხარდათ შანსის მიღება და ძლიერადაც იმუშავეს, უნდოდათ მათი დუეტის სახელი გაემართლებინათ, უნდოდათ კომპანიას მათ გამო ეამაყათ.

საღამოს 9 საათს გადაცილებულია, პრაქტიკის ოთახში მარტო დარჩენილები ცდილობენ ყველა მოძრაობა სწორად და სუფთად შეასრულონ, გადაღება მომდევნო დღესაა დაგეგმილი, ამიტომ დღეს გვიანობამდე უწევთ ვარჯიში.

მათი ეს ვარჯიში არ გავს სხვა ვარჯიშებს, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, როცა მათთან ერთად მხიარულობენ, იცინიან, შეცდომებს სიცილ-კისკისში ასწორებენ და საბოლოო და კარგ შედეგსაც იღებენ.

იეჯის და რიუჯინს შორის მხიარულება არაა, ეს თითქოს ცეცხლია მათ შორის, იმდენად ერთვებიან ცეკვაში და მის სამყაროში, რომ ავიწყდებათ იქიდან გამოსვლა და ერთმანეთს ბედნიერი შესციცინებენ თვალებში, იმით ბედნიერები, რომ ცეკვას გაუგეს და ახლა თავიანთი თავები მოსწონთ შედეგის დანახვისას.

გოგონები თავს უქნევენ და უსიტყვოდ ანიშნებენ ერთმანეთს, რომ პრაქტიკა დღეისთვის დასრულებულია.

რიუჯინს ეცინება, რაზეც იეჯიც ბედნიერი იღიმის.

გამოსაცვლელად გადიან, ჩანთიდან ტანსაცმელს იღებენ და გამოცვლას იწყებენ.

류지 🔞Where stories live. Discover now