მე იკარუსი ვარ და მგონი, მეტად ახლოს მივფრინდი მზესთან.
ახლა უკიდეგანო, ლურჯ წყალში ვიძირები და ჰადესის კლანჭებს ვგრძნობ.
სასიყვარულო ნავარდი სიცოცხლის ფასად დამიჯდა, არც კი ვიცი ღირდა თუ არა მნათობისადმი ტრფიალი ამდენად. სული წამართვა, გული დამიფერფლა და ჩემი ფრთები მარადიული ცეცხლის ალში დაწვა.
თუმცა, მე ხომ სამყაროს ვაჯობე, ეროსისგან საჩუქრად მზის სიყვარული მებოძა და ფრენის პატივი მხვდა წილად. ამის გამო თავს გარდაცვალებისთვის ღირსეულად მივიჩნევ.
მომავალი თაობები მითებში ლეგენდას მიწოდებენ, რადგანაც ამას ვიმსახურებ!
ყველას არ ღირსებია სასიყვარულო კამარის შეკვრა...
ეროსის ხარხარი მესმის.
სიყვარული ზეციდან ბოძებული საჩუქარი სულაც არ ყოფილა.
ლურჯი ზღვა სიღრმისკენ წითლად ელვარებს.
არ ღირდა გაფრენა, რადგან მიწაზე ვეღარ ვეშვები და ჰაერში გადმოკიდებული ვრჩები ისე, როგორც პიესის პაუზებს შორის ჩაკვეხებული ინტერლუდია.
- The Red Baron