{4}

864 50 13
                                    

Ella's pov
უეცრად ყველაფერი გაშავდა და ვერარაფერს ვგრძნობდი.....

Jimin's pov

ელა აუზში გადავარდა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი გადავაგდე...
მე რეაქცია არ მქონდა რადგან ეს უბრალლოდ წყალი იყო დასველდებოდა და ამოვიდოდა  ვხედავდი როგორ იცინოდნენ ჩვენს გარშემო ყველა მეკი დამცინავად ჩავძახე
-თავს როგორ გრძნობ პატარავ?
პასუხს ველოდი მაგრამ არ მიმიღია არც გაბრაზებულა და არც დამმუქრებია რაც ძალიან გამიკვირდა....უეცრად ფართხალი დაიწყო მაგრამ ყურადღება არ მივაქციე რადგან მეგონა რომ თავს იკატუნებდა.... მაგრამ ის არ ჩერდებოდა და თანდათან წყალი ფარავდა ამაზე ცოტა ავნერვიულდი და აუზის მივუახლოვდი უკვე ვფიქრობდი რომ უნდა დავხმარებოდი და თან უეცრად ჰანა მოვარდა და დაიწყო ყვირილი..
-გთხოვთ მალე დაეხმარეთ  ცურვა არ იცის.... დაეხმარეთ/ჰანა განწირული ყვიროდა და თან ცრემლები მოსდიოდა...
ამის გაგონებაზე  უცებ დავიწყე გახდა ..... უკვე  წყალში ვხტებოდი მაგრამ ვიღაც სხვამ დამასწრო.....

თეჰიონ's pov

აუზთან მივარდი დავინახე  როგორ კამათობდნენ ელა და ჯიმინი უცებ ელა აუზში ჩავარდა.... ეს ცვეულებრივი რამ იყო ამიტომ ყურადღება არ მივაქციე მაგრამ მაინც რაღაც არ მესიამოვნა ეს ამბავი... ვუყურებდი ელას რომელიც ფართხალებდა და მივხვდი დახმარება სწირდებოდა ძალიან ავნერვიულდი..... მაშინთვე ზედის გახდა დავიწყე ამ დროს ჰანამ დაიწყო ყვირილი  და აუზში გადავხტი....
ვხედავდი ელას  თვალები როგორ ეხუჭებოდა... მივხვდი რომ მალე გონებას  დაკარგავდა ძალიან ვნერვიულობდი 
-ელა თვალები არ დახუჭო მოითმინე/ვუთხარი აღელვებულმა
მაგრამ უკვე გვიანი იყო ელამ გონება დაკარგა.... წელზე ხელი მოვკიდე და წყლოს ზედაპირზე ამოვიყვანე აუზთან ახლოს დავაწვინე და გულის მასაჟებს ვუკეთებდი მაგრამ უშედეგოდ ძალიან მეშინოდა  და უკვე ცრემლებიც  ჩამომივიდა ლოყაზე... სხვა გზა არ მქონდა ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩამეტარებინა....
-ბოდიში...შენი სიცოცხლისთვის ასეა საჭირო/ვთქვი და დავიხარე რომ ხელოვნური სუნთქვა გამეკეთებინა მაგრამ ჯიმინმა შემაჩერა....
-როგორ ბედავ/ჯიმინი
-ჯიმინ გამიშვი ახლა ამის დრო არა...მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ის ამდღეში არ იქნებოდა შენ რომ არ გადაგეგდო აუზში ასე რომ ახლა ხმა ჩაიგდე და გამეცალეე/აღელვებულმა მაღალი ტონით ვუთხარი და ისე ველას მივუბრუნდი და ხელოვნური სუნთქვა გავუკეთე...
ერთხელ ჩავბერე ორჯერ მაგრამ არაფერი მესამედ ჩავბერე და როგორც იქნა  ხველება დაიწყო და რაც წყალი ჰქონდა ფილტვებში ამოახეთქა  და თვალები გაახილა
შეშინებული უცებ წამოჯდა და გაფაციცებული იყურებოდა
-ელა როგორ ხარ /შევეკითხე ანერვიულებული და წყლისგან აჩეჩილ თმებს ვუსწორებდი
ელა დუმდა მართლა შეშინებული იყო.... უცებ ჰანა მოვარდა და მაგრად ჩაეხუტა..
-ძალიან შემეშინდა... როგორ ხარ/ტირილით უთხრა ჰანამ
-კარგად ვარ ნუღარ ტირი/ელამ დაღლილი ხმით თქვა
-აქ რა მოხდა/აფორიაქებულმა დაიყვირა ახალმა მოსულმა იუნჯიმ
-იუნჯი მოდი წავიდეთ ელას დასვენება სჭირდება/ჰანამ თქვა და თან ცრემლები მოოწმინდა
-რა მოხდა ამიხსენი/იუნჯი
-გზაში გეტყვი ოღონდ  ახლავე მალე წავიდეთ/ჰანა
-კარგი ...კარგი დაწყნარდი/თქვა და ელას ადგომაში დაეხმარა იუნჯი
ჰანამ და იუნჯიმ ელას ხლეები მხრებზე შემოილაგეს და ფრთხილად გაჰყავდათ გარეთ
-თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკეთ/უკან მივაძახე
-არაფერი დაგვჭირდება ნუ ღელავ/ჰანა
ყველა უყურებდა როგორ გადიოდნენ....ჰანამ და იუნჯიმ ელა მანქანაში ჩასვეს და წავიდნენ...

ყველაფერი სიძულვილით იწყება(დასრულებული)Where stories live. Discover now