ჩიხი

7 1 2
                                    

წვიმს , მაღლა სავსე მთვარე ჩანს და 3საათი და 57 წუთია  მე კიდევ ქუჩაში სკეიტბორდით დავდივარ, ყოველთვის მომწონდა ლამპიონებით განათებულ ქუჩებში სეირნობა და ათას რამეზე ფიქრი,
ხოდა ამჯერადაც ფიქრებში გართულმა სახლის გზა ამერია და სხვა ჩიხში შევუხვიე,სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
თოფის გასროლის ხმა მომესმა და ამასთანავე ვიღაც ბიჭის განწირული ყვირილი,მაშინვე გაქცევა დავაპირე რადგან მსგავსი რამეები ჩემთვის ნამდვილად არაა, მაგრამ ჩემი სკეიტბორდი ასფალტზე საშინელ ხმას გამოსცემდა და ვივარაუდე რომ უკვე იცოდნენ ჩემს შესახებ,
დამალვა გადავწყვიტე მაგრამ ვიღაც ბიჭმა
მაშინვე ძალიან ხმამაღლა დამიყვირა
-ჰეი შეეენ!!!
-მე ისევ გაქცევა მინდოდა მაგრამ არ მინდოდა მეც მომხვედროდა ტყვია
ამიტომ გავშეშდი
-არ გაინძრე თორემ გესვრი!
შორიდან მესმონდა მისი ხმა შემდეგ კი უკვე მისი ჩურჩული ჩემს ყურთან გავიგე
-ყველაზე ცუდ დროს ყველაზე ცუდ ადგილას
რატომღაც ხმას ვერ ვიღებდი ბიჭმა მაჯაზე ხელი მაგრად მომიჭირა  და იმ ჩიხში უფრო ღრმად შემიყვანა,
არც კი ვიცოდი საერთოდ რა მინდოდა აქ,
მაგრამ ვხედავდი როგორ იცლებოდა ჩემს წინ ვიღაც სისხლისგან
დახმარებას მთხოვდა ,
უკან გავიხედე და ლამპიონების შუქზე
მკვლელის სახეც დავინახე
მას ულამაზესი, შავი ,ბნელი, უფსკრულივით თვალები ჰქონდა კისერზე კი კარგად ჩანდა ასო k, ვინ დაიხატავდა ასეთ ტატუს თუ არა ვინმე სულელი ბანდის წევრი.
-იცი ახლა განწირული ხარ შენც მის მსგავსად დაასრულებ სიცოცხლეს
-მე?მე...
-დიახ შენ-მითხრა მან  ,შიშის სისხლის და იმ საშინელი ხმაურის გამო რომელიც სიწყნარეს ახლდა, გონება დავკარგე.

ჩიხიWhere stories live. Discover now