*9*

674 42 11
                                    

-აქედან მოშორდი არამზადავ!!! - და მოხდა ის რისიც მეშინოდა , ის ქალი მოვიდა - აქ რა უფლებით ზიხარ , როგორ გაბედე საერთოდ , რომ ჩემს შვილს ეხები , მოშორდი .- მთელი ძალით ცდილობდა , რომ გავეგდე , მეც არ შევწინააღმდეგებივარ .
 
      ნუთუ ასე ძალიან ვძულვარ , თუმცა არ მადარდებს რას ფიქრობს . მთავარია ნაიონი იყოს კარგად , თუ ის იცოცხლებს მეც ვიცოცხლებ და თუ მას რამე დაემართება , თავს არ ვიცოცხლებ. განა რა აზრი აქვს სიცოცხლეს თუ გვერდით ის არ გყავს , ვისთვისაც ცოცხლობ , ვისაც ეკუთვნის შენი გული.
     
      საავადმყოფოდან წამოვედი და გადავწყვიტე ცოტა დამელია, ასეთ დროს , ჩვეულებრივ  ყოველთვის მეგობრებთან ერთად ვარ ხოლმე , მაგრამ ახლა გადავწყვიტე მარტო დამელია და დავფიქრებულიყავი ბევრ რამეზე , ჩემს შეცდომებზე , მის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე. რატომ ვაკეთებდი ამას , რატომ ვკლავდი ხალხს .ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ეს მე არ ვიყავი . განა შეიძლება გამოვასწორო ჩემი დანაშაული , განა ვიმსახურებ კი კიმ ნაიონს ? იქნებ უკეთესიც იყოს ,რომ მისგან შორს ვიყო , იქნებ უფრო ბედნიერიც იყოს .

-ნაიონ ჩემო ანგელოზოოო , მენატრები , რამოდენიმე საათია არ მინახიხარ და უკვე მომენატრე ჩემო პატარავ -უკვე ძალიან მთვრალი ვიყავი , ბარის დაკეტვამდე  დავრჩი , მერე კი თეჰიონი , ჩემი ბავშვობის მეგობარი მოვიდა , რომ წამოვეყვანე .

-ჰეი ჯიმინ , რა გჭირს, მარტო რატომ სვამ, კარგად ხარ ?

-არ არ ვარ თეჰი, არ ვარრრ , მე მას არ ვიმსახურებ და ამას გვიან მივხვდი ძმაო , ძალიან გვიან....

-წამოდი ძმაო .

-ოჰო ,ეს რა დღეშია , თეჰიონ რა სჭირს ?- სახლში მისულს მეგობრებიც იქ დამხვდნენ.

-არ ვიცი ჰიონ, გაიძახის მე მას არ ვიმსახურებო

-მოდი ძმაო , ერთად დავლიოთ -ჰოსოკმა ლუდი გამოიტანა და ყველანი მაგიდას შემოვუსხედით

-თუ ჩვენი ძმა ცუდადაა , მაშინ არც ჩვენ ვართ კარგად , ხომ ასეა ?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 13, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🔞Girl From Nowhere||გოგონა არსაიდან🔞 Where stories live. Discover now