first ♡

98 7 0
                                    

პირველი თოვლი? სწორედ ეს დღეც დადგა...

ფანჯრიდან გავყურებდი ციდან მომავალ თოვლის ფანტელებს და თან ჯონგუკის პოსტერებს ვუცქერდი. ჩუმად ჩავილაპარაკე-"ოჰ, როგორი სიმპატიურია", და ჰოი საოცრებავ!! ჩამეძინა...

დილით საშინელი ტელეფონის ვიბრაცია მიფრთხობს ძილს. ძლივს გამოვყავი თავი საბნიდან და ტელეფონს დავხედე. თავიდან ვერ გავარჩიე ტელეფონზე გამოსახული წარწერა, ხოდა წამოვჯექი საწოლში და ვხედავ მისუ რეკავს:

-გისმენ.
-რა ხმა გაქვს, არ მითხრა რომ გეძინა. -კი მეძინა, რა გინდა?
-აბა საათს დახედე.

დავხედე საათს და უკვე 11 იყო დაწყებული.

-ამის დედაც დამძინებია.

ისეთი სიჩქარით გადმოვხტი საწოლიდან, სულ დამავიწყდა რომ საბანში ვიყავი გახვეული, ფეხები ამერია და გვერდულად დავეცი. კიდევ კარგი რბილად დავვარდი და ნეკნები არ ჩავიმტვრიე.

-შე გათახსირებულო აქამდე არ უნდა დაგერეკა??
-მინაა მეც შენს დღეში გავიღვიძე. -რატომ, რაო?
-სამსახურიდან დამირეკეს და ახალი საქმე შემომტენეს.
-არ გეზარება ადვოკატობა?
-რავიცი, არა. შენნაირ უსაქმურობას ნამდვილად მირჩევნია.
-ჯაანდაბა ჩო, შენი აზრით საჭორაოდ მცალია როდესაც 1 საათიც არ მაქვს დრო გასამზადებლად?
-მე რაგიყო ფანშეხვედრებზე მე არ დავდივარ^•^
-წავედიი
-მჰ

გავთიშე თუ არა მობილური, იმ წამსვე წამოვფრინდი. აბაზანაში შევვარდი, რაც შეიძლებოდა სწრაფად შხაპი მივიღე, მაკიაჟი გავიკეთე, ჩავიცვი და სახლიდან გამოვვარდი. ავტობუსის გაჩერებასთან გამახსენდა რომ საჩუქრები დამრჩა, ავტობუსი კი წუთიწუთზე ადგილზე იქნებოდა. უცბად ავვარდი სახლში და წამოვიღე. ალბათ ძალიან საშინლად გამოვიყურებოდი.

-ღმერთო, ამ ცხოვრებით როდემდე მაცხოვრებ.

*ნახევარი საათის შემდეგ*

შენობაში შევედი. უამრავი ხალხი ბითიესთან შესახვედრად მოსული და ფანების უშველებელი რიგი. ხალხი ერთმანეთში ირევა, ყოველი მხრიდან გოგოების წივილი ისმის. ზოგს გული მისდის, ზოგი კაპლით ხელში მომარჯვებული შუა ზამთარში მარაოს ინიავებს, ზოგიც კი დაბნეულობისგან საჩუქრებს ჰაერში ათამაშებს. ეს ყველაფერი საშინლად თავის ამატკიებელია.

იდუმალი სიყვარულიWhere stories live. Discover now