~ CHAPTER 1 ~

1.6K 84 24
                                    

  ცა შეღებილია კაშკაშა ნარინჯისფერი და ლამაზი მუქი ლურჯი ფერით, როცა ისინი გზიდან გადადიან. ადრეა, დილით მიწა ოდნავ დაფარულია ყინულით, მკვდარი ფოთლები პატარა ნაწილაკებად იმსხვრევიან, ჯიმინის ფეხების ქვეშ, მანქანიდან გადმოსვლისას. სიცივისგან პირიდან თეთრ კვამლს აფრქვევს, სვიტერის სახელურებს ქვევით იწევს თითების დასამალად, სანამ ტყისკენ გაემართებოდა. თითოეული ხე, ათობით თუ არა, ასობით მეტრით მასზე მაღალია. მთელ სინათლეს ხარბად ყლაპავს ხეები და მათ უკან, რამდენიმე მილში მთები იჭვრიტებიან. მთები, რომელსაც ჯიმინი სახლს უწოდებს.

- ფიფქია, მზად ხარ წასასვლელად? - მის უკან ქალის ხმა ღიმილით მიმართავს. ჯიმინი უკან ბრუნდება და ბებიამისს უყურებს.

- ბებია, ხომ გითხარი აღარ მოგემართა ამ სახელით, არა? ბავშვი აღარ ვარ!

ქალი ისევ ხმამღლა იცინის, რამდენიმე მეტრი აშორებს, ამ მრგვალ სახეს რომ შეეხოს. ჯიმინი ქალს უმზერს და ფიქრობს, მასზე ულამაზესი ქალი სამყაროში არასდროს უნახავს. ვერც წლებმა და ცხოვრებისეულმა სირთულეებმა ვერ შეძლეს ქალისთვის წაერთმიათ სილამაზე და ვერც ვერასდროს შეძლებს, მანამ, სანამ ამ ქალბატონის თვალები, ასე, სიკაშკაშითა და სილამაზით იღიმის.

- აჰ, შეიძლება ფიფქია აღარ ხარ, მაგრამ მაინც ერთადერთი ლამაზი არსება ხარ. - სოიონი ამბობს და ჯიმინი სიცილს იწყებს, მისი ლოყები ვარდისფრად იფაკლება. ჯიმინს ხშირად არ ესმის კომპლიმენტები მისი გარეგნობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ ბებიას სიტყვები აგრძნობინებს საკუთარ თავს ლამაზად. სანამ პასუხს გასცემდა, ის კვლავ უარყოფდა ბებიას სიტყვებს, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებს.

ორივემ ერთდროულად მაღლა აიხედა და შეამჩნიეს ნაცრისფერი ღრუბლები, რომლებიც მთებისა და ტყისკენ მოდის ჩრდილოეთიდან.

- შტორმის ღრუბლებს ჰგავს, - ბუტბუტებს ჯიმინი ოდნავ შეჭმუხნული წარბებით. - შეიძლება მალე თოვა დაიწყოს.

~ STAY HERE, A LITTLE LONGER ~Where stories live. Discover now