~ CHAPTER 19 ~

690 50 23
                                    

გაზაფხულის პირველი ყვავილები მარტის ბოლოს ყვავის. ჯონგუკი შეშას აგროვებს, როცა გაკვირვებული ყვირილი ესმის, აღფრთოვანებული ხმა მოჰყვა და სანამ სათანადო რეაგირებას მოახდენს, ჯიმინი მის გვერდით არის, შეუსაბამო თვალები სიხარულისგან ანათებენ. პატარა ხელები მკლავზე ეხვევიან, მისკენ იზიდავს და მკვდარი თაფლის ყვავილის ბუჩქთან დგანან, მის ქვეშ მშრალი ფოთლებია, თოვლი დნება. 

- შეხედე, - ბუტბუტებს ომეგა, იმუხლება პატარა ყვავილებთან. - გაზაფლი საბოლოოდ აქ არის.

ჯონგუკი გააზრებულად გუგუნებს. გრძელი, სასტიკი ზამთარი იყო და სულ ახლახანს დათბა, საკმარისად იმისთვის, რომ თოვლი გადნეს. სამი კვირაა გასული მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ მოთოვა, მაგრამ ასე, თანდათან თბება და დარწმუნებულია, რომ მალე ტყე ისევ მწვანე ფერებში აყვავდება. 

- გინდა, რამდენიმე საფლავზე წაიღო? - ეკითხება ის და ცალ ხელში ხის ბლოკები უჭირავს, იხრება და თითებს ჯიმინის რბილ თმებში აცურებს. მისი თითები მოძრაობას არ წყვეტენ და უფრო ქვემოთ მიემართებიან, რათან ჯიმინი გლუვი კანის სირბილე შეიგრძნონ. ახლა ჯიმინის კისერს ეთამაშება. ომეგა მის შეხებას ეყრდნობა.

- არა, ყველაფერი კარგადაა. უკეთესია, ისინი მარტო დავტოვოთ და გაზრდის საშუალება მივცეთ. როცა მართლა დაიწყება დათბობა, მე ულამაზეს ბუკეტს გავაკეთებ ბებიასთვის და შენი მშობლებისთვის. 

- რა თქმა უნდა, - ჯოგუკი იღიმის. ნაზად ხელით საყელოზე ქაჩავს. - მოდი, დიდხანს ნუღარ ვალოდინებთ სოკჯინს. აღარ მინდა ისევ სიცივის გამო გვიღრიალოს.

ჯერ კიდევ საკმაოდ ადრეა, დილაა. მზის პირველი სხივები აბრმავებს, აფერადებს მძინარე ტყეს, თბილ, ყვითელ ჩრდილში და დნება ღამის ყინვაში. ჯონგუკი უსიამოვნოდ იშმუშნება, როცა თავზე ხის ტოტებიდან დამდნარი თოვლის წვეთები ეცემა; მან დაასრულა ზამთართან ყველაფერი. ცივ და სველ ზამთართან, რომელიც შესაძლოა სამარადისოდ გარგრძელებულიყო. მაგრამ შემდეგ ისევ ბევრი რამ მოხდა. მრავალი თვალსაზრისით, შესაძლოა ძალიან ბევრიც. ჯიმინი წამის შემდეგ მის გვერდით მიდის და ალფას ხელებიდან რამდენიმე ხის ბლოკს იღებს, პატარა ღიმილით ტუჩებზე. ის ბოლო დღეები ხშირად იღიმის და ჯონგუკს არც კი შეუძლია იმ დღეების გახსნება, როცა ომეგა საერთოდ არ იღიმოდა. ეს არც სურს. მათ არ სჭირდებათ წასვლა ისევ იმ გზაზე.. და ის ფიქრობს, რომ მიაღწია წარმატებას. შეძლო ჯიმინის წარსულის ტკივილის შეცვლა, რაღაც უკეთესით. რაღაც უფრო თბილით, ბედნიერით. ბოლოს და ბოლოს, ის აქ არის. ამის ცოდნით, ჯონგუკსაც შეუძლია ბედნიერად ყოფნა.

~ STAY HERE, A LITTLE LONGER ~Donde viven las historias. Descúbrelo ahora