"წვეულებიდან" დაღლილი დილით მამამ მძინარე კრისი სახლში წაიყვანა.
-გაიღვიძე, სახლში სტუმარი გვყავს.
-ვინ არის?
მაშინვე გაახილა თვალები კრისმა.
-ბიძები..
-მალე მივიდეთ,ორივე ბიძია ძალიან მომენატრა.
თქვა კრისმა.
-მალე მივალთ. რამეზე საუბარი არ გინდა ჩემთან?
კინმა შეხედა.
-კი, ტატუს გაკეთების უფლებას მომცემ?
ყოყმანით ჰკითხა.
-შენ რვეულში ვნახე შენ და შენს მეგობრებს გინდოდათ.
-შენ რა ჩემი დღიური წაიკითხე?
-მხოლოდ ერთი გვერდი, გადაშლილი დაგრჩა. 04.04.2007, რას ნიშნავს?
-ჩვენ პირველად მაშინ შევხვდით.
-გასაგებია. მოდი შევთანხმდეთ, არ დამიმალო არაფერი.
-ვიღაც მომწონს უნივერსიტეტიდან.
უცებ თქვა კრისმა
-ჰა?
-ჰო, კარგი ბიჭია, მიცავს, ჩემს მეგობრებსაც იცნობს, ვინი ამბობს რომ ძალიან ჭკვიანი და სიმპათიურია. ნუ ვინს გოგონები არ მოწონს მარა მაინც. ლიტა ამბობს რომ ერთგულია და ღიმილის დროს საყვარელი. მეიმ თქვა რომ ცოტა მოთამაშეა მაგრამ შეყვარებული როცა ჰყავს მას ხელის გულზე ატარებს.
კინს გაეცინა.
-მართლა კარგი ბიჭი ყოფილა. მზად რომ იქნები, სიამოვნებით გავიცნობ.
ამასობაში მივიდნენ.
-აუცილებლად.
-ბიძია ტანხუნიც აქაა?
-კი, ორივე.
-ჯერ მოვწესრიგები უცებ და მერე მისაღებში გნახავთ.
მამას ლოყაზე აკოცა და ჩქარი ნაბიჯით შევიდა სახლში.
მისაღებში მამამისი პორშე და ბიძები დაინახა.
YOU ARE READING
Daughter Of Mafia Boss ⛓️ 😈
Mystery / Thrillerიხილავთ მოთხრობაში ⚠️გაფრთხილება⚠️ შეიცავს ძალადობის სცენებს. თუ არ მოგწონთ არ წაიკითხოთ. და კიდევ რაღაცების შეცვლა მიწევს და ნუ გამოხტებით ეს ასე არ არისო, მეც კარგად ვიცი რომ არ არის.