- გაიგეთ??
- რა ?
- დაბრუნდა
- ვინ დაბრუნდა?
- ის
- კიმაგრამ რატომ ?
- ამბობენ შურისაძიებლადო ...
***
პოლიციის განყოფილებაში ყველა ამაზე ჩურჩულებდა. ზოგს კი წარმოდგენაც კიარ ჰქონდათ რაზე ან ვისზე ჩურჩულებდნენ ასე თავგამოდებით . ყველას აინტერესებდა , მაგრამ ჭორების მეტი არავინ არაფერი იცოდა . ქალაქში რომ გასულიყავით და ქუჩაში ვინმე უცხოსთვის მოგეკრათ თვალი ყველა გეტყოდათ ახალ ჭორს მის შესახებ .თუმცა უცნაური ის იყო რომ არავინ იცოდა კაცი იყო თუ ქალი . ჩამოსულ ხალხს უკვირდათ გამვლელების , ზოგიც კი ღიზიანდებოდა უკვე , უფრო ისეთი ხალხი ვისაც დიდად სხვისი ცხოვრება ფეხებზე ეკიდა. მოგვიანებით ხმა გავრცელდა ,რომ ეს ადამიანი ქალი იყო ,რომელიც რაღაც უცნაურ მაგიებს და რიტუალებს ატარებდა . ნუ ქალის რა მოგახსენოთ ,მაგრამ ჯადოქარი რომ არ იყო ეს ყველამ იცოდა . მოგვიანებით კი ისიც გაირკვა რომ ერთ -ერთი პოლიციის განყოფილებაში აპირებდა სამუშაოს დაწყებას და სწორედ მაშინ დადასტურდა ის ჭორი რომ ის ქალი იყო .***
ენ ბლეიქი ერთი შეხედვით უწყინარი გოგო იყო მაგრამ მისი გული ბევრს იტევდა . ყოველთვის აინტერესებდა დეტექტივი , დღე არ გავიდოდა რომ წიგნი , ფილმი ან სერიალი არ ჩაერთო ამ ჟანრის . მოგვიანებით კი ერთი უჩვეულო მაგრამ ძალზედ საინტერესო ხერხი აღმოაჩინა ადამიანის გამოსააშკარავებლად და იმდენად ჩაითრია რომ ღამეებსაც კი ათენებდა . ცნება მენტალისტი , ერთი შეხედვით ძალზე საინტერესო და დამაფიქრებელიც კია. ალბათ ბევრჯერ ან ათასში ერთხელ მაინც მოგვისმენია მსაგვსი ფრაზა "თვალები სულის სარკეა" მგონი ძალზე დაგაბნიე მკითხველო . მაშინ ვეცდები უფრო მარტივად აგიხსნა . ცნება მენტალისტი არარის მედიუმობა , არარის ილუზიონისტობა და აშ. ეს არის კარგად დასწავლილი და დამუშავებული ფსიქოლოგიური ტექნიკების ერთობლიობა . მართალია ვთქვი რომ ეს ცნება არარის ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი მაგრამ ამ ყველა ცნებას ერთი რამ აერთიანებს " ცივი კითხვა " საინტერესო რამ არის არა? რა არის ეს ცივი კითხვა . ამ ტექნიკის საშუალებით ყველა ზემოთ ჩამოთვლილს შეუძლია გაიგოს ბევრი რამ უცნობის შესახებ . ეს ხდება სხეულის ენაზე, ჩაცმულობაზე , ასაკზე , რელიგიაზე და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი "ინგრედიენტი " ცივი კითხვისას დაკვირვებაა . რომ არ დაიბნე მაგალითს მოვიყვან . მაგ: როდესაც შენ გაინტერესებს ჰყავს თუარა იმ კონკრეტულ ადამიანს რაიმე ცხოველი , მაგ: ძაღლი , უნდა თქვა ძაღლის შესახებ რამე და დააკვირდე იმ პიროვნების თვალებს ( თვალები სულის სარკეა ) თუ ადამიანს თვალის გუგები გაუფართოვდება , ის დიდი ალბათობის თავის კატაზე ფიქრობს , შემდეგ კი უკვე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ "წაიკითხოთ" მისი აზრები . ახლა კი შენ უკვე იცი ამ ცნების ერთ- ერთი ძალზედ საინტერესო ტექნიკა , ვინაიდან და რადგანაც მას ძალიან ბევრი ტექნიკა აქვს მხოლოდ რამდენიმეს ვიტყვი . შემდეგი არის " გულმოდგინე დაკვირვება " ეს ერთ-ერთი ყველაზე ბაზისური ტექნიკაა , რომლის გარეშეც ადამიანი მენტალისტი ვერ გახდება. ეს ტექნიკა გულისხმობს ყურადღების მიპყრობას ვიზუალურ სტიმულებზე, როგორიცაა: სხეულის ენა, გუგის გაფართოება, პულსი, უნებლიე მოძრაობა და ა.შ. ენი კი ამ ყველაფერს ადამიანებზე დაკვირვებით სწავლობდა , აკვირდებოდა ყველაფერს ადამიანის მიმიკებს, ცდილობდა გამოეცნო რას იტყოდა შემდეგ წინადადებაში ის პიროვნება ... კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნიკა ეს არის ??? თუ შენ ფიქრობ რომ ეს შთაგონებაა, მაშინ სწორად მიმხვდარხარ " შთაგონება" ძალიან ჭკვიანური ხერხია, რომლის დროსაც შენ შთააგონებ სუბიექტს ჩაიფიქროს ის სიტყვა ან საგანი, რომელზეც მიუთითებ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არაცნობიერად მიმდინარეობს. მაგალითად, თუ მენტალისტს სურს, რომ სუბიექტმა
ჩაიფიქროს სიტყვა "ზარი" გამოსვლის დროს შეიძლება სცენაზე მყოფ ზარზე მიუთითოს, ან საუბარში ახსენოს.****
*მორის აეროპორტი *(06:00)
- სად ხარ?
- აეროპორტში ვარ , ველოდები ჩემს რიგს
- ენნნნ
- რა გინდა??
- პირველად ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი ?
- ..... სერიოზულად? სად მოასწარი დალევა ? აეროპორტში დამხვდი შე დამპალო, თორე მანდ რო ჩამოვალ ღორივით დაგკლავ ! - თქვა და გაუთიშა . მალევე გაისმა ხმა რომელიც იტყობინებოდა რომ სეულის ჩასხდობა იწყებოდა
- დამელოდე მოვდივარ ...
******
დიახ დიახ დავბრუნდი , ახალი და რომ ვაღიარო ძალიან საინტერესო ფიკით . დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ და კომენტარი და ვოუთი არ დაგავიწყდეთ .მადლობა ყურადღებისათვის
YOU ARE READING
The Mentalist / მენტალისტი
Sonstiges- გაიგეთ? - რა? - დაბრუნდა - ვინ დაბრუნდა ? - ის - კიმაგრამ რატომ ? - ამბობენ შურისაძიებლადო